არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რა უფრო უხდება მოდელ თაკო ნაცვლიშვილს, რადგან ის ყველაფერს იხდენს და ყველა სტილის სამოსში უნაკლოდ გამოიყურება, მაგრამ საინტერესოა, როგორი ჩაცმულობით დადის ის ქუჩაში, წვეულებებსა თუ ოფიციალურ შეხვედრებზე.
Marao.ge-სთან ერთად დაათვალიერეთ მისი გარდერობი და შეაფასეთ თაკოს არჩევანი.
მისი „ინსტაგრამის“ თვალიერებისას მარტივად აღმოაჩენთ, რომ მოდელი თავისუფალ დროს, სეირნობისას თუ მეგობრებთან შეხვედრისას ხშირად გრძელ სარაფნებს იცვამს, თუმცა არც სპორტულ სტილზე ამბობს უარს.
არცთუ ისე ხშირად ის კლასიკური იმიჯითაც გვევლინება
გადაცემებში სტუმრობისას კი არაპომპეზური ჩაცმულობით გამოირჩევა.
თაკოს „ინსტაგრამზე“ საკმაოდ თამამ ფოტოებსაც ნახავთ