რატომ ცდილობს „victoria’s secret”-ის ანგელოზი პირადი ცხოვრების გასაიდუმლოებას
რატომ ცდილობს „victoria’s secret”-ის ანგელოზი პირადი ცხოვრების გასაიდუმლოებას
ფოტო
როგორც იცით, კარლი კლოსი „victoria’s secret”-ის ანგელოზია.
მას "ინსტაგრამზე" 7 მილიონი გამომწერი ჰყავს და შესაბამისად, მის ფანებს ერთი სული აქვთ, გაიგონ უფრო მეტი მისი პირადი ცხოვრების შესახებ.
თუმცა იგი საკმაოდ თავშეკავებულია, რადგან პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებას მაქსიმალურად ერიდება.


როგორც წესი, ის ინტერვიუებშიც ცდილობს, რომ ამ კონკრეტულ თემაზე არ ისაუბროს.
მისი გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრების მიუხედავად, საზოგადოებამ მაინც იცის, თუ ვინაა მის გვერდით.
კარლის ბოიფრენდი ჯოშუა კუშნერი გახლავთ. გოგონას მასთან საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. ჯოშუა კუშნერი ჯარედ კუშნერის (დონალდ ტრამპის ქალიშვილის
ქმრის) უმცროსი ძმაა.


კარლის "ინსტაგრამზე"  მისი და ჯოშუას ფოტოს მოძებნა ძალიან გაგიჭირდებათ, თუმცა მაინც მიაგნებთ.
დიდი ხანი არაა, რაც „porter magazine”-მა კარლის და ჯოშუას ფოტო გარეკანზე დაბეჭდა. „the magazine“-თან ინტერვიუში კი მოდელი ასახელებს მიზეზებს, რის გამოც პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას ერიდება.


„კაროლინა ჰერერა გამუდმებით იმეორებს, რომ ქალი, რომელიც გადაშლილ წიგნს ჰგავს, ძალიან მოსაწყენია. სწორედ ამ სიტყვებით ვხელმძღვანელობ“.
„მე სულაც არ ვცდილობ იმას, რომ მსოფლიოს გავექცე ან დავემალო; უბრალოდ, მომწონს, რომ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ უცნობია“, - განაცხადა კარლიმ ინტერვიუში.


გასაიდუმლოების სტრატეგია, როგორც ჩანს, კარგად მუშაობს, რადგან წყვილი უკვე 5 წელიწადია, რაც ერთადაა და ერთმანეთთან თავს მშვენივრად გრძნობენ.
პოპულარული მოდელი ცდილობს, რომ ბოიფრენდს გვერდში დაუდგეს. სწორედ ამიტომ სოციალური მედიის მეშვეობით გარკვეულ მიმართვებსაც აკეთებს. მაგალითად, ეს ფოტო წინა კვირაში გამოქვეყნდა "ინსტაგრამზე". მასზე კარლის „ტრაფარეტი“ უჭირავს, რომლითაც მოგვიწოდებს, გამოვიყენოთ გონება, იარაღის ნაცვლად. ფოტო ჯოშუა კუშნერის მიერაა ატვირთული.


დიდი ალბათობით, „victoria’s secret”-ის ანგელოზი მისი მეორე ნახევრის ოჯახის გამოც იკავებს თავს პირად ცხოვრებაზე საუბრისაგან.

ნათია ხუნაშვილი











კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 პირველი სამოდელო სტუდია „ნატალის“ დამაარსებელი ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა
12:21 / 18-05-2018
ნატა სამადალაშვილის სამოდელო სააგენტო უშუქობის პერიოდში, 90-იანი წლების ეპოქაში პირველი ნათელი სხივი იყო ქართული მოდის სამყაროში.
გაზაფხული-ზაფხულის მოდური მაკიაჟი მიმი შელიას მაგალითზე
16:11 / 26-04-2018
საიტი PeopleTalk 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის მაკიაჟის მთავარ ტენდენციებს წარმოგვიდგენს. მოდელი, რომელიც მაკიაჟის დემონსტრირებას ახდენს, მიმი შელიაა.
ჯიჯი ჰადიდის  საოცარი ფოტოსესია და გულახდილი ინტერვიუ
13:05 / 19-04-2018
პოპულარული მოდელი ჯიჯი ჰადიდი ჟურნალ Harper’s Bazaar-ის მაისის ნომრის მთავარი გმირი გახდა. ფოტოსესიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თითქმის ყველა კადრში ჯიჯი ძაღლთან ერთად პოზირებს.
ყველაფერი სექსუალურ ემილი რატაკოვსკიზე
15:24 / 04-04-2018
ის პატარაობიდან იქცევდა ყურადღებას, რადგან ძალიან ლამაზი იყო. სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და ბოლოს იმდენი შეძლო, რომ მისი სახელი და გვარი "ოსკარის" ცერემონიაზეც გაჟღერდა.
"მოდელობა მინდოდა, მაგრამ..." - 19 წლის ულამაზესი სალომე მძიმე დიაგნოზთან პირისპირ
15:39 / 05-03-2018
19 წლის სალომე ვიბლიანს მე-4 ხარისხის გულმკერდ-წელის სქოლიოზი და გულმკერდის მალების ზედა მესამედში მალთაშუა სივრცეები მკვეთრად აქვს შევიწროებული, მხარი აქვს ამოვარდნილი და ნახევარი ფილტვი დაფარულია, რაც ბუნებრივია, სუნთქვაში უშლის ხელს.
თათია ახალაია მილანის მოდის კვირეულზე ცნობილი ბრენდების ჩვენებებში გამოვიდა (ფოტო)
14:16 / 26-02-2018
Lucio Vanotti-ს , Viveta-ს და Christian Pellizzari-ს შემოდგომა-ზამთარი 2018-ის ჩვენებების შემდეგ თათია ახალაია Roberto Cavalli-ს ჩვენებაზე გამოვიდა.
ცნობილი საიუველირო ბრენდის ქართველი სახე: "ნამდვილი დედოფალივით დავდივარ პარიზის ქუჩებში, ძვირად ღირებული ბრილიანტებით..."
10:34 / 01-02-2018
27 წლის თია ივერიელი (ჩხიკვაძე) თბილისში დაიბადა, თუმცა მოსკოვში გაიზარდა და მას რუსეთში უფრო იცნობენ, როგორც სატელევიზიო წამყვანს, მოდელსა და მომღერალს, ვიდრე სამშობლოში.
ჟასმინ ტუკსი გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიკეთოთ მისი საყვარელი საღამოს მაკიაჟი
14:31 / 15-01-2018
გთავაზობთ Victoria's secret-ის "ანგელოზის", ჟასმინ ტუკსის ვიდეომასტერკლასს, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ საღამოს მაკიაჟი.
Victoria's secret-ის ტოპ 10 ყველაზე ლამაზი "ანგელოზი"
12:58 / 12-01-2018
Victoria's secret-ის ტოპ 10 ყველაზე ლამაზი "ანგელოზი"
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი