შანხაიში დასრულდა Victoria's Secret-ის ყოველწლიური შოუ. წლის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა.
პოდიუმზე ცნობილი მოდელები გამოვიდნენ: ადრიანა ლიმა, კენდის სვეინპოლი, კარლი კლოსი, ჟასმინ ტუკსი და ბევრი სხვა.
შოუ 36-წლის ბრაზილიელმა მოდელმა, ალესანდრა ამბროსიომ გახსნა, რომელიც უკვე 16 წელია ბრენდის "ანგელოზია". შოუზე ასევე გამოვიდა ბელა ჰადიდი. ეს მისი მეორე გამოსვლაა Victoria's Secret-ში.
ჩვენების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მომენტი კარლი კლოსის დაბრუნება იყო, რომელმაც 2 წლის წინ "ანგელოზობაზე" უარი განაცხადა. მან Balmain-ის კოლაბორაციით შექმნილი შოტლანდიური კუბოკრული კოსტიუმი მოირგო.
კენდის სვეინპოლმა შოუში მონაწილეობა უკვე მეათედ მიიღო.
შანხაიში გამართულ შოუში სულ 55 გოგონა მონაწილეობდა, 17 ქვეყნიდან.
ნახეთ საუკეთესო გამოსვლები.