17 წლის ელენე იოსელიანი საბერძნეთში - Eleni Kotanidous-ის ფსევდონიმით მოღვაწეობს.
ის 3 წლის ასაკიდან დედასთან ერთად, ქალაქ სალონიკში ცხოვრობს. ელენეს კარიერა ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ის ახლობლის ქორწილისთვის ემზადებოდა და მაკიაჟის გასაკეთებლად ლონდონის ცნობილი სილამაზის სალონის - ,,Make Up Institute"-ის ერთ-ერთ ფილიალს ესტუმრა.
ელენე სალონში მისვლისთანავე შეამჩნიეს, "Make Up Institute"-ის უფროსს დაურეკეს და შეატყობინეს: - ვისაც ვეძებდით, აღმოვაჩინეთო! გოგონა მეორე დღესვე დაიბარეს გადაღებაზე. ასე გახდა ელენე ამ ინსტიტუტის სახე.
დამწყებ მოდელს ცნობილი ბერძნული სააგენტო ,,Tim model manegment" დაუკავშირდა და ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
Eleni Kotanidous აქტიურად მონაწილეობს მოდის ჩვენებებში და ფოტომოდელის კარიერასაც ეწევა. ჟურნალში "My moments" საქორწინო კაბების კოლექციაში, ცნობილ მომღერალთან, კოსტას მარკასთან ერთად გადაიღეს. ელენე საბერძნეთის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის, ,,Van Salonikas,,-ის სახეა. ასევე, მიღებული აქვს მონაწილეობა - Max Factor-ის, moscino-სა და სხვა ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში.
გადაღებისთვის მაკიაჟის გასაკეთებლად, ლონდონიდან სპეციალურად ჩამოვიდა ცნობილი ვიზაჟისტი ფრანჩესკო დე კასიო, რომელიც მადონას "მეიქაფისტიცაა". მან ელენეს ფოტოები ლონდონში წაიღო. გოგონას კარიერის გაგრძელება ლონდონში შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან საბერძნეთში წარჩინებული მოსწავლეა და პოლიციის აკადემიაში აპირებს სწავლის გაგრძელებას.
ელენე აქტიურადაა დაკავებული სპორტით, უყვარს ცხოველები და ძალიან უყვარს საქართველო. ამჟამად ბათუმში, ბებიასთან ერთად ისვენებს. იხილეთ ფოტოები