შეგიმჩნევიათ, რომ „მის მსოფლიოსა“ და „მის სამყაროზე“ გამარჯვებული გოგონების უმრავლესობა შავგვრემანია? - წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ, მუქთმიან ქალბატონებს, რომლებმაც არა ერთი მამაკაცის გული დაიპყრეს თავისი სილამაზით.
მეგან ფოქსი

მეგან ფოქსი - ერთ -ერთი ყველაზე სექსუალური ქალი ჰოლივუდში. ლამაზი თვალების გამო მას ყველაფერს პატიობენ. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ მომხიბვლელ გარეგნობას მსახიობი არა გენეტიკას, არამედ პლასტიკურ ოპერაციებს უნდა უმადლოდეს. ყოველ შემთხვევაში, თუ ეს სიმართლეა, მაშინ მეგანმა გენიალური ოპერაციები ჩაიტარა. კატის თვალები, ლამაზი ტუჩები, მიმზიდველი სხეული და გრძელი, მუქი თმა - „ტრანსფორმერების“ ვარსკვლავის სავიზიტო ბარათია.
მონიკა ბელუჩი

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, მონიკა ოფიციალურად ატარებს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის სტატუსს. მიმზიდველი ფორმებით, სექსუალური ტუჩებით და ლამაზი მუქი თმით, მსახიობი არავის უთმობს პირველობას და სექსუალურობას ასაკშიც ინარჩუნებს. ის Dior -ისა და Dolce & Gabbana-ს სახე იყო და თავის 51 წლის ასაკშიც უკონკურენტოა.
აიშვარია რაი

მსახიობი არა მხოლოდ ინდოეთშია აღიარებული ლამაზმანად, არამედ მთელს მსფოლიოში. აიშვარია 1994 წელს მის მსოფლიოც გახდა. პრიალა კანი, ღია თვალები და ყავისფერი თმა მსახიობს განსაკუთრბეულ მომხიბვლელობას ანიჭებს და მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა ბოლო ორსულობის დროს 30 კილო მოიმატა, ის მაინც პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად დარჩა.
პენელოპა კრუსი

ცნობილი ესპანელი მსახიობი - პენელოპა კრუსი ერთ-ერთ ყველაზე ტემპერამენტიან შავგვრემან ქალად ითვლება ჰოლივუდში. ოსაკროსანი მსახიობი რეალურ ცხოვრებაში მშვიდი ბუნებისაა, მისი ლამაზი ფერის კანი, ყავისფერი თვალები და მუქი თმა კი კრუსმა სილამაზის ეტალონად აქცია.
ადრიანა ლიმა

Victoria’s secret-ის ყველაზე სექსუალური ანგელოზი, ადრიანა ლიმა მსოფლიოს პირველობას არავის უთმობს. მისი ფორმები გამაოგნებლად ქალურია, მუქი თმა და ღია თვალები კი ანგელოზს უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს. ადრიანა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად ითვლება.
განაგრძეთ კითხვა