სკანდინავიელები ძალიან, ძალიან სერიოზულად უდგებიან საკუთარი სახლების გამწვანების საკითხს. თუკი ამის შესაძლებლობა აქვთ, ისინი აუცილებლად გააკეთებენ ისე, რომ მათი სახლების სახურავებზე ნამდვილი ტყე და მინდორი ამოვა.
მათ კონკურსიც კი აქვთ, რომელშიც ყველაზე ლამაზი "მწვანე პროექტის" ავტორი იმარჯვებს.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამას მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის და სილამაზისთვის არ აკეთებენ. ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ხავსი სახურავზე შესანიშნავად იცავს სახლს წვიმისა და სიცივისგან. შედეგად, მცხოვრებლები ამგვარად ზამთარში სახლის გათბობაზე ეკონომიას აკეთებენ. ასე რომ, სახლის გარე ფასადის გამწვანებაში სარგებელი არის, როგორც ესთეტიკური, ასევე ეკოლოგიური და ფინანსური.
სხვათა შორის, ასეთი სახურავების შემთხვევაში ზაფხულში სახლის კონდიციონერით გაგრილებაც აღარ არის საჭირო, რადგან მწვანე სახურავები სახლის სივრცის შიდა იზოლაციასაც უზრუნველყოფს.
მხოლოდ ერთი პრობლემაა: მსგავსი სახურავები დიდხანს ვერ ძლებს. მაგრამ რას იზამ, სკანდინავიელებს თავიანთი ახირებები აქვთ.
#1 Hofskirkja, ისლანდია
#2 ვატნაეკულის ნაციონალური პარკი, ისლანდია
#3 Renndølsetra, ნორვეგია
#4 Thjorsardalur, ისლანდია
#5 სკელხოტი, ისლანდია
#6 ნორვეგია
#7 სოფელი სასუნი, სტრეიმოი, ფარერის კუნძულები
#8 ტორშავნი, ფარერის კუნძულები
#9 ეკლესია ფუნინგურის დასახლებაში, ფარერის კუნძულები
#10 მიკლადალური, ფარერის კუნძულები