მოდის სახლი marchesa თავისი არსებობის სულ რაღაც 10 წელიწადს ითვლის
იხილეთ ფოტოგალერეა
თუმცა ამერიკულმა ბრენდმა იმდენად სწრაფად დაიპყრო ჰოლივუდელი ლამაზმანების გულები და გარდერობები, რომ რთულია იმის წარმოდგენა, რომ მოდის სახლს სათავეში არა მხცოვანი და სახელმოხვეჭილი დიზაინერი, არამედ ორი ახალგაზრდა ქალბატონი უდგას, რომლებმაც ერთმანეთი ლონდონის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში გაიცნეს და მას შემდეგ მოდის სახლ marchesa-ს მთავარმა დიზაინერებმა – ჯორჯინა ჩეპმენმა და კერენ კრეიგმა ამ სეზონზე საკუთარ თავებს სძლიეს და შექმნეს კოლექცია, რომელმაც ნიუ–იორკის მოდის კვირეულზე ნამდვილი ფურორი და გადატრიალება მოახდინა.
მისი შთაგონების წყაროდ კი შოტლანდიური ოქროს შემოდგომა და მისი ფერთა გრადაციები იქცა – მდიდრული ოქროსფერიდან ცოცხალ ნარინჯისფერამდე და ღაჟღაჟა წითლიდან ბორდოსფრამდე.
შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში დიზაინერებმა მათი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მდიდრული და რთული ელემენტებით დეკორირებული კაბები წარმოადგინეს, სადაც დაკვირვებული თვალი ადვილად ამოიცნობს ბისერებით უხვად გაფორმებულ კილტის სტილის კაბებსა და შოტლანდიურ პლედებს, გამოჭრილს ბეწვის მოსასხამების თარგზე.
იხილეთ ფოტოგალერეა