11 დიზაინერს შორის ორი ქართველი დიზაინერი საერთაშორისო მოდის ჩვენებაზე - „...ვინერვიულეთ, იმიტომ, რომ...“
  11 დიზაინერს შორის ორი ქართველი დიზაინერი საერთაშორისო მოდის ჩვენებაზე - „...ვინერვიულეთ, იმიტომ, რომ...“
ქართველი დიზაინერების ბოლოდროინდელ წარმატებებზე მსოფლიო ლაპარაკობს. ქართული მოდის „აყვავების ხანაში" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი 11 ივლისი იყო.
გუშინ ამსტერდამის გამოყენებით  მეცნიერებათა უნივერსიტეტში საერთაშორისო მოდის ღონისძიება FMC 1.0 ჩატარდა. საერთაშორისო მოდის ჩვენებაზე სხვადასხვა ეროვნების დიზაინერებს შორის იყვნენ რიტა კვერნაძე და ლანა კანდელაკიც. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სულ 11 დიზაინერი იყო, მათ შორის
კი, 2 ქართველი...

ჩვენების შემდეგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ დიზაინერებს და შეეძინათ მათი ტანისამოსი ექსკლუზიური კოლექციიდან. www.dakali.marao.ge-ს ესაუბრა რიტა კვერნაძე.

- ცოტა ვინერვიულეთ, იმიტომ, რომ მოდელების რაოდენობაში შეზღუდულები ვიყავით. ერთიანობაში ჩვენებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემთან ერთად 11 დიზაინერს შორის იყო წარმოდგენილი ასევე ქართული ბრენდი "კანდელაკი", რომელსაც უდავოდ გამოვარჩევდი სხვებისგან.



ლანა კანდელაკი


როგორც ვიცი, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩვენების შემდეგ შეეძინათ სამოსი. რა ფასად გაიყიდა ყველაზე ძვირად ღირებული სამოსი თქვენი კოლექციიდან?
- დიახ, შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ სამოსი. ჩემი კოლექციიდან ყველაზე ძვირად გაიყიდა კაბა, ფასი 430€.





რიტა კვერნაძე



ჩვენების შემდეგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ დიზაინერებს და შეეძინათ მათი ტანისამოსი ექსკლუზიური კოლექციიდან.

მარიემ კაკაურიძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31