ამბობენ, შიში პიროვნების ხასიათს აყალიბებსო. თუ არ გჯერათ, აირჩიეთ კარი, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ და გაიგეთ თქვენი შინაგანი ”მეს” საიდუმლოებები.
სურათზე წარმოდგენილია 8 შესასვლელი. აირჩიეთ ის, რომლის შეხედვისას გაიფიქრებდით: ”აქ რა შემიყვანს?!” შეარჩიეთ? ახლა ახსნას გაეცანით:
პირველი ნომერი
თუ ყინულის ხვრელი აირჩიეთ
გულის სიღრმეში თავს მარტოსულ ადამიანად გრძნობთ, მგრძნობიარე ხართ და მუდამ სულიერ სითბოს ეძებთ.
თუ ამ შესასვლელმა შეგაშინათ, ე.ი. შინაგან სამყაროსთან იდეალური ურთიერთობა გაქვთ. იცით, რა გსურთ ცხოვრებაში და მისკენ მიზანმიმართულად მიემართებით.
ამ შესასვლელის არჩევით თქვენ გათქვით თქვენ თავი, რომ სიყვარულს ეძებთ. თუ მარტოხელა ხართ, ეს სავსებით რეალური ოცნებაა. თქვენ გსურთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელსაც თქვენს სიყვარულს გაუნაწილებთ. ხოლო თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, მაშინ ამ კავშირს თქვენთვის სითბო და ჰარმონია არ მოაქვს.
მეორე ნომერი
თუ ეს საშიში გვირაბი აირჩიეთ, თვითგამოხატვის შიში გიპყრობთ. ბინძური კედლები, იატაკზე ჩამოჟონილი წყალი და ობის სუნი მიუთითებს, რომ თქვენ საკუთარ თავში დაიკარგეთ. არ გამოგდით გრძნობების გამოხატვა და ხშირად მათ საკუთარ თავში იკლავთ.
თქვენი მიზანია თამამად გამოხატოთ თქვენი სურვილები, გრძნობები, შეიცნოთ სამყარო და სამყაროში მონახოთ თქვენი ადგილი. შესაძლოა, ეს რთულად შესასრულებელ მისიად მოგეჩვენოთ, მაგრამ ღირს მისთვის ბრძოლა. რაც შეეხება გრძნობებს, როგორც კი გრძნობების გამოხატვას, მათზე ლაპარაკს შეძლებთ, იგრძნობთ, როგორ გათავისუფლდებით.
მესამე ნომერი
თუ მიტოვებულ, ნახევრად ჩამონგრეულ შენობაში შესვლის გეშინიათ, ე.ი. ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი ხართ, ტვინი ანალიტიკურად გიმუშავებთ. თუმცა, ამ ნახატის არჩევით მიუთითეთ, რომ საკმაოდ ჩაკეტილიც ბრძანდებით.
გარშემო თითქოს კედელი გაქვთ აღმართული, სამყაროსთან ხართ დაშორებული და თქვენს სამფლობელოში ახლობელ ადამიანებსაც იშვიათად უშვებთ. თქვენ საკმაოდ მომთხოვნი ხართ გარშემო მყოფების მიმართ.
განძი, რომელსაც ეძებთ - იმ კედლის დანგრევაა, რომელიც თავად აღმართეთ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება, პირველ რიგში, გარშემო მყოფებთან და შემდეგ დანარჩენ სამყაროსთანაც.
მეოთხე კარი
ამ ძველებურმა ხის სახლმა შეგაშინათ? ე.ი. თქვენი გული სითბოთი და სიყვარულითაა აღსავსე და სურვილი გაქვთ, იგი მთელ სამყაროს გაუზიაროთ. ახლობლებისთვის შეუძლებელსაც კი შეძლებთ. მუდამ მზად ხართ, მათზე იზრუნოთ.
ცხოვრების მთავარ პრობლემად მატერიალური სიდუხჭირე მიგაჩნიათ. სულით მდიდარი ხართ და ემოციურიც და საკმაოდ რთულად გადაგაქვთ მომენტი, როცა ახლობლების დახმარებას ვერ ახერხებთ.
სასურველის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. თქვენ ის ადამიანი არ ხართ, ვინც სხვის ფულს მიითვისებს. ამიტომ მის არსებობისთვის მუშაობა მოგიწევთ. თუმცა, ახლობლების დახმარება და ხარჯი, რომელსაც მათი კეთილდღეობისთვის გაიღებთ, სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მეხუთე ნომერი
ხავსმოკიდებულმა ჭამ შეგაშინათ? ამაში გასაკვირი არც არაფერია. სინამდვილეში, ჭაში ჩავარდნა საკმაოდ საშიშია. არავინ იცის, რა ხდება მის ფსკერზე და იქიდან როგორ უნდა ამოძვრეთ.
საკუთარ თავში საკმაოდ დარწმუნებული ადამიანი ხართ, მაგრამ თავგადასავლები გაკლიათ. შეიძლება ცხოვრების ამ ეტაპზე დისკომფორტს განიცდით, ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა გსურთ.
გათავისუფლდით მარწუხებისგან. იცხოვრეთ ისე, როგორც გსურთ და დატკბით ბედნიერებით.
მეექვსე ნომერი
კურდღლების სორომ შეგაშინათ? ეს იმას ნიშნავს, რომ შეუცნობელის გეშინიათ. თქვენი მიზანია, ცხოვრების არსს ჩაწვდეთ, მაგრამ ძალიან გლობალურ საკითხს ხომ არ შეეჭიდეთ? მარტივი ოცნებები განახორციელეთ, რომლებიც სიამოვნებას მოგიტანთ.
მეშვიდე ნომერი
თუ მიტოვებულმა კიბემ შეგაშინათ, ეს ცუდის ნიშანია. შესაძლოა, ბოლო დროს ხშირად განიცდიდით ფიასკოს, ტრაგედია გადაიტანეთ ან უსიამოვნებებში გაეხვიეთ. საქმე იმაშია, რომ დაბლა ჩამავალი კარი გარდაცვალების ნიშანია, ჩამოყრილი ფოთლები კი - ცხოვრების ფაზების შეცვლის.
ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი გელით. პირიქით, ეს ცუდი უკვე მოხდა და მასზე მუდმივი ფიქრი არაა საჭირო. იფიქრეთ სასიამოვნოზე, დაისახეთ ახალი იდეები, გეგმები და იზრუნეთ მათ განხორციელებაზე.
მერვე ნომერი
კარი ციხეში - მიუთითებს, რომ საკმაოდ მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ და დასახული მიზნებისკენ გამართული ნაბიჯებით მიიწევთ. თუმცა, დასვენება, კომფორტი და სიმშვიდე არ გაწყენდათ. თქვენი სული და სხეული შვებულებას, დღესასწაულს, დეკორაციის შეცვლას ითხოვს.
თქვენ უკვე ბევრს მიაღწიეთ და ახლა ჯილდოდ საკუთარ თავს ჯადოსნური, მდიდრული დასვენება მოუწყვეთ.