აირჩიე ის ნახატი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა და წაიკითხე შედეგი:
1. სპონტანური და მოუსვენარი
გოგონა-ბავშვი, - ასე გახასიათებენ გარშემო მყოფები. მხიარული, ბავშვივით ცელქი და ლაღი ხარ. შენ გვერდით ყველა მამაკაცი თავს ბედნიერად იგრძნობს, რადგან არ უქმნი პრობლემებს. ამიტომაც გყავს ბევრი თაყვანისმცემელი.
2. მზრუნველი
საყვარელ მამაკაცს მზრუნველობით ანებივრებს, - სარეცხს ურეცხავს, სადილებს უმზადებს, სიმყუდროვეს უქმნის. მომთმენია და შეუძლია საყვარელი მამაკაცი ანუგეშოს, სწორი რჩევა მისცეს. ბევრი მამაკაცი ოცნებობს ასეთ ცოლზე. მათ დედისა და დიასახლისის იდეალად მიიჩნევენ.
3. უჩვეულო გოგონა
ასეთი გოგონა მამაკაცების ყურადღებას მომენტალურად იპყრობს. იგი მუდამ აღსავსეა არაორდინარული იდეებით. მას გარშემო მყოფებისგანაც კი გამოარჩევთ. არ არის ბანალური, არღვევს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებსა და სტერეოტიპებს. მამაკაცები მიილტვიან მისკენ, რადგან ასეთი გოგონა მათ ცხოვრებას ერთ დიდ თავგადასავლად აქცევს.
4. გოგონა-გამოწვევა
მამაკაცები ბუნებით მონადირეები არიან, უყვართ სამართებლის პირზე სიარული და მძაფრი შეგრძნებები. მათ ხიბლავთ გოგონები, რომლებიც უნდა მოინადირონ. ასეთი სასიყვარულო ისტორიები სისხლს უჩქროლებთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მამაკაცი მიიჩნევს მას მომხიბვლელად, ყველას არ შესწევს უნარი, მივიდეს, გაიცნოს და რომანი გააბას მასთან.
5. მორიდებული
ასეთ გოგონებს არ ხიბლავთ მატერიალური ღირებულებები. არ ოცნებობენ, პარტნიორისგან ძვირად ღირებული საჩუქრები მიიღონ. იშვიათად უყვარდებათ და პარტნიორი ნამდვილი, წრფელი გრძნობით უყვართ. ისინი არასდროს უყენებენ მამაკაცებს სტერეოტიპებს, უბრალოები არიან, რასაც მამაკაცები აფასებენ.
6. რომანტიკული ნატურა
გოგონა, რომელიც ყველა მოვლენაში ცდილობს პოზიტიური მხარის დანახვას. აქვს ნაზი ხმა, მსუბუქი ხასიათი, ბუნებით - ოპტიმისტია. მამაკაცებს უყვართ ასეთი გოგოები, აფასებენ მათ სიკეთესა და რომანტიკულობას. მათი გულისთვის კეთილი საქციელის ჩადენაც შეუძლიათ. გოგონები კი პარტნიორი მამაკაცის მიმართ მომთხოვნები არ არიან. მზრუნველობა, ყურადღება და სიყვარული, - აი, ის, რაც მათ სჭირდებათ.
7. რკინის ლედი
საკუთარ თავში დარწმუნებული გოგონაა. აქვს ჩამოყალიბებული ცხოვრების საკუთარი წესები. ყოველთვის იცის, რისი მიღწევა სურს და მყარი ნაბიჯებით მიიწევს სასურველისკენ. ასეთი გოგონა არასდროს ელოდება პრინცს, რომელიც პრობლემებს მოუგვარებს. არ იცის, რა არის ტირილი. ბევრ მამაკაცს მოსწონს ძლიერი ქალი.
8. მგრძნობიარე ნატურა
ქალური და სექსუალური ნატურაა, რომელიც ადვილად იქცევს მამაკაცის ყურადღებას. არასდროს იჩენს ინიციატივას, რადგან მიაჩნია, რომ მამაკაცმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. ასეთი გოგონას გვერდით ნებისმიერი მამაკაცი იგრძნობს თავს ბედნიერად და სასურველ პარტნიორად.