იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენი ხასიათის თავისებურებები, გვითხარით, რომელი გირჩევნიათ: კიტრი თუ პომიდორი? საზამთრო თუ ნესვი?
თუ უპირატესობას ნესვსა და პომიდორს ანიჭებთ, ე.ი. თქვენ გაწონასწორებული, ტაქტიანი, მშვიდი და მიზანდასახული ადამიანი ხართ. კარგი გემოვნება გაქვთ და გიყვართ თანამედროვედ და მოდურად ჩაცმა.
პროდუქტების ამ კომბინაციის მოყვარული მამაკაცები, როგორც წესი, თბილები და ალერსიანები არიან. ბევრი მათ ქალურ თვისებებსაც მიაწერს და უნებისყოფოებადაც მიიჩნევს. ხშირად ამ ტიპის მამაკაცები შემოქმედებითები არიან, თუმცა ისინი ხშირად ეგოცენტრიკულობითაც გამოირჩევიან.
ნესვისა და პომიდვრის მოყვარული ქალები მოსიყვარულე და კარგი ცოლები არიან; ასევე, ერთგული და ვნებიანი საყვარლები.
კიტრი და საზამთრო
ეს ყველაზე შემოქმედებითი ადამიანის ტიპია. მამაკაცებზე, რომლებიც კიტრსა და საზამთროს ანიჭებენ უპირატესობას, ამბობენ, რომ მხოლოდ გარეგნულად არიან მშვიდები და მათ ფეთქებად ხასიათს ერთი შეხედვით ვერ ამოიცნობთ.
ამ ტიპის ქალები ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯზე არიან წამსვლელები, თუმცა ხშირად ემოციებს ვერ აკონტროლებენ. გაცხარებულ გულზე, შესაძლოა, მათ მთელი ჭურჭელი დალეწონ. ასეთი ქალები დიდხანს ინახავენ წყენას გულში, შემდეგ კი ერთ დღეს ამოანთხევენ ხოლმე... რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად ქმარზე.
კიტრისა და საზამთროს მოყვარულ ადამიანებს შორის ხშირად გვხვდებიან გამომგონებლები და მეცნიერები.
პომიდორი და საზამთრო
ამ კომბინაციის მოყვარული ადამიანები კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან. მათზე ხშირად ამბობენ, რომ კარგად იციან ცხოვრების ფასი. ისინი გამორჩეულად აქტიურები და მხიარულები არიან. მამაკაცები, რომლებიც საზამთრო-პომიდორს ანიჭებენ უპირატესობას, ზარმაცები არიან და უყვართ გემრიელად ჭამა, ავტომობილები და კარგი სექსი.
ხოლო საზამთრო-პომიდვრის მოყვარულ ქალებს უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და დიასახლისობა. ამიტომაც ისინი განსაკუთრებული მეოჯახეები არიან. ამ ტიპის ადამიანები გულწრფელები არიან, ვერ იტანენ ტყუილსა და ღალატს. ინტრიგების ხლართვა ხომ მათგან ძალიან შორსაა.
კიტრი და ნესვი
ამ პროდუქტებს უპირატესობას უფრო მეტად მამაკაცები ანიჭებენ და ისინი განსაკუთრებული სერიოზულობითა და მამაკაცურობით გამოირჩევიან. მარტივად აღწევენ მიზნებს, საიმედონი და პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეულები არიან.
ხოლო კიტრისა და ნესვის მოყვარული ქალები კარგი ხელმძღვანელები არიან, თუმცა ცუდი დიასახლისები – არ უყვართ რეცხვა, საჭმლის კეთება და სახლის ლაგება. სამაგიეროდ, ერთგული მეგობრები და კარგი მრჩეველები არიან.