ტესტი
ტესტი სიყვარულზე
ტესტი სიყვარულზე
ტესტი შეუძლიათ ჩაატარონ როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალბატონებმა. უპასუხეთ შეკითხვებს, გაარკვიეთ თქვენი დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. შეგიძლიათ ლოგიკური ანალიზით უპასუხოთ თქვენი პარტნიორის მაგივრადაც. ასე მიიღებთ პასუხს კითხვაზე, გიყვართ თუ არა თქვენ ის და უყვარხართ თუ არა მას თქვენ. შეკითხვებს უპასუხეთ გულწრფელად და მხოლოდ "კი" ან "არა".

1. ეს ქალი (მამაკაცი) ცხოვრებას მირჩევნია.

2. როცა
შორს ვარ მისგან, ძალიან მენატრება.

3. როცა წარმატებას ვაღწევ, პირველ რიგში, მას მინდა ამის შესახებ ვახარო.

4. მასთან სექსუალური კავშირი სიამოვნებას მანიჭებს.

5. როცა ის ცუდად არის, მეც ცუდად ვარ.

6. ძალიან არ მინდა, რომ მას ცხოვრებაში რაიმე გაუჭირდეს.

7. მასში არაფერია ისეთი, რაც გამაღიზიანებდა.

8. უცებ რომ დიდი ფული ვიშოვო, ყველაფერს მხოლოდ ჩვენ ორზე დავხარჯავდი.

9. ღმერთს ვეხვეწები, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს.

10. მის უარყოფით მხარეებს სიმშვიდით აღვიქვამ და საერთოდ არ მაღიზიანებს.

11. მის გამო ნებისმიერ მსხვერპლზე წავალ.

12. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩვენ სიყვარული კი არა, ურთიერთპატივისცემა გვაერთიანებს.

13. ხშირად მაქვს იმის შეგრძნება, რომ არ არსებობს ამ ქვეყნად ძალა, რომელიც ჩვენ დაგვაშორებდა.

14. ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ.

15. ხელახლა რომ მქონოდა გათხოვების (ცოლის მოყვანის) საშუალება, არჩევანს კვლავ მასზე შევაჩერებდი.

თუ შეკითხვების უმეტესობას უპასუხეთ "კი", შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენ პარტნიორი გიყვართ და მასაც უყვარხართ. 1-2 კითხვაზე გაცემულმა უარყოფითმა პასუხმა არ შეგაშფოთოთ.

თუ 8 ან მეტ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი გაეცით, დიაგნოზი აშკარაა - "სიყვარული აქ აღარ ცხოვრობს".

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 31 /
მერაბი
ძაან მიყვარს მასაც ვუყვარვარ მოკლედ ბედნიერი ვარ
08:37 / 21-09-2018
გამოხმაურება / 0 /
nini
mxolod 2 shekitxvaze kis vfikrob
14:56 / 19-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30