გსურთ, გაიგოთ ბევრი საკუთარ თავზე ან მეგობარზე? ფსიქოლოგების აზრით, ამისათვის საკმარისია, დახედოთ თქვენს პომადას, შეაფასოთ მისი ფორმა და წაიკითხოთ შედეგები: დააკვირდით მოცემულ სქემას, იპოვეთ თქვენი პომადის ფორმა და წაიკითხეთ შედეგები:
1. მომრგვალებული თავის მქონე პომადა
თუ თქვენს კოსმეტიკის ჩანთაში ზუსტად ამ ფორმის პომადა დევს, თქვენ ადვილად ხიბლავთ მამაკაცებს, ხართ პრინციპული ადამიანი, კარგი დიასახლისი და გიყვართ მკვეთრი ფერები სამოსში. სექსში პრელუდია თქვენთვის აუცილებელია. დაჟინებით იცავთ საკუთარ აზრს და არ გაინტერესებთ გარშემომყოფთა შეხედულება თქვენზე.
2. პომადა ცალ მხარეს წამახვილებული თავით
თუ თქვენს კოსმეტიკაში ასეთი პომადაა: მოურჯულებელი ქალი ხართ, ვერ იტანთ აკრძალვებს. ხართ პირდაპირი და გამუდმებით იბრძვით სამართლიანობისთვის. ჯიუტი და შეუდრეკელი ხასიათით გამოირჩევით, კარგი ორგანიზატორული ნიჭი გაქვთ და გიყვართ პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება.
3. პომადა წაწვეტებული თავით
იცით, რა გინდათ ცხოვრებისგან. გაქვთ მაღალი თვითშეფასება და როგორც წესი, ყოველთვის აღწევთ დასახულ მიზანს. გიჟდებით საკუთარ თავზე, გაქვთ შესაშური მეხსიერება და დახვეწილი გემოვნება. არ იშურებთ ფულს საკუთარი თავისთვის. საწოლში საკმაოდ აქტიური ხართ.
4. პომადა ცალ მხარეს ჩაზნექილი თავით
თუ თქვენს კოსმეტიკაში სწორედ ასეთი პომადა დევს: ყველაფერი გაინტერესებთ და გიყვართ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ტყუილებიც გეხერხებათ. კულტად გყავთ საკუთარი ოჯახი და ზრუნავთ, რომ შინ მუდამ წესრიგი და სისუფთავე სუფევდეს. გხიბლავთ ინტრიგები და ყველაფრის შელამაზებულად და ხატოვნად გადმოცემა. გამომგონებელი ხართ სექსშიც.
5. პომადა ოდნავ ჩაღრმავებული გვერდით
გულუხვი და გახსნილი ადამიანი ხართ. იმაზე მეტს გეგმავთ, ვიდრე შეგიძლიათ. ენერგიული ხართ, მაგრამ დრო მაინც არაფერზე გყოფნით. თქვენი წყენინება ადვილია, თუმცა ასევე ადვილად ივიწყებთ სიბრაზეს. ხშირად იძლევით დაპირებებს და შემდეგ გავიწყდებათ მათი შესრულება. ძალიან სტუმართმოყვარე ხართ. გიყვართ რისკი საწოლში.
6. მომრგვალებული, მაგრამ წაწვეტებულთავიანი პომადა
საკუთარ თავს მთლიანად ოჯახს უძღვნით და თვლით, რომ თქვენი სახლი – თქვენი ციხესიმაგრეა. ყველაფრის გადაჭარბება გიყვართ და ყველა წვრილმანზე გაჯიუტება. გესაჭიროებათ მეტი კონტაქტი საზოგადოებასთან.
7. თანაბართავიანი პომადა
თუ თქვენს კოსმეტიკის ჩანთაში სწორედ ასეთი პომადაა, თქვენ ენერგიული, დაუღალავი ადამიანი ხართ, ერთგული მეგობარი. თუმცა გარეგნულად მოუწესრიგებელი და ქაოტური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, სინამდვილეში ძალზე მიზანდასახული და მოწესრიგებული პიროვნება ხართ. გიყვართ, როცა მამაკაცების ყურადღებას იქცევთ და შეგიძლიათ სიყვარულისთვის თავი გაწიროთ.
8. პომადა, რომელსაც თავდაპირველი ფორმა აქვს შენარჩუნებული
პუნქტუალური, აკურატული, რაციონალური და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. ყველაფერი წინასწარ გაქვთ გათვლილი და თანაბრად შეგიძლიათ თქვენი ძალებისა და დროის ყველაფერზე განაწილება. თუმცა არ გამოირჩევით დიდი სექსუალური ტემპერამენტით.