ტესტი
რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად ნახატზე: თქვენი ხასიათის ყველაზე ძლიერ მხარეზე მიუთითებს
რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად ნახატზე: თქვენი ხასიათის ყველაზე ძლიერ მხარეზე მიუთითებს
ადამიანი მხოლოდ გარშემო მყოფებში კი არა, საკუთარ თავშიც უნდა ერკვეოდეს. იცით, რომელია თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისება?
შეხედეთ ნახატს და იპოვეთ ცხოველი. რა დაინახეთ პირველად? წინასწარ გეტყვით, რომ ნახატზე სულ 8 ცხოველია.

ეს ტესტი შეგიძლიათ მეგობრებსაც გაუკეთოთ.

1. კოალა


შინაგანი ძალის მქონე ადამიანი ხართ. რბილი და სათუთი მხოლოდ იმათთვის ხართ, ვინც კარგად
გიცნობთ. ღმერთმა დაიფაროს ის, ვინც ეცდება, გზაზე გადაგირბინოთ, ტანკივით გადაუვლით. არც თქვენი მოტყუებაა ადვილი.
2. ჟირაფი


გილოცავთ, ყველაზე აუღელვებელი ადამიანი ყოფილხართ. რა უნდა მოხდეს, რომ თქვენ აღშფოთდეთ? არც სირთულეები გადარდებთ. გვშურს თქვენი მშვიდი ნერვების.

3. ღორი


იუმორის გრძნობით ყოფილხართ დაჯილდოებული. ყველგან - სახლში, სამსახურში, წვეულებაზე, საავადმყოფოშიც კი - შეგიძლიათ ადამიანის გამხიარულება და მისი კარგ განწყობაზე დაყენება. იუმორს ეძებთ ყველა სიტუაციაში.

4. ბატი


თუ პირველად თვალი ბატს შეავლეთ, ერთგული ადამიანი ყოფილხართ. ეს მეგობრობასაც ეხება და სიყვარულსაც. თუ ადამიანი გულით მიიღეთ, მისი ერთგული იქნებით სიკვდილამდე. ახლობლები სწორედ ამ თვისების გამო გაფასებენ.

5. კატა


საუკეთესო მოსაუბრე ბრძანდებით. იცით, როგორ წარმართოთ დიალოგი, როდის დასვათ საჭირო კითხვა. თქვენს სიტყვას ოქროს ფასი აქვს. ხანდახან უნდა დაძლიოთ მორიდებულობა და ორატორის თვისებები გამოავლინოთ.

6. სპილო


ადამიანების მიზიდვის გასაოცარ უნარს ფლობთ. ექსტრავერტი ხართ სულით ხორცამდე. მარტო ყოფნა არ შეგიძლიათ. გარშემო მუდამ საინტერესო ადამიანები გახვევიათ. მათგან ცოდნას, გამოცდილებას იძენთ.

7. დათვი


გილოცავთ, ყველაზე მამაცი ადამიანი ყოფილხართ. გარშემო მყოფებს ჰგონიათ, რომ არც კი იცით, რა არის შიში. თუმცა, ხანდახან კი გიპყრობთ შიშის გრძნობა, მაგრამ როცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი, წინ მამაცურად მიიწევთ.

8. ბუ


ო, თუ პირველად ბუ დაინახეთ, გილოცავთ, დიდი ინტელექტის მქონე ბრძანდებით. ენციკლოპედიური თვისებებით ხართ დაჯილდოებული. არასდროს მოგბეზრდებათ სწავლა და თვალსაწიერის გაფართოება.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31