ტესტი
ნამდვილი დეტექტიური გამოცანა მკვლელობის ადგილიდან
ნამდვილი დეტექტიური გამოცანა მკვლელობის ადგილიდან
გამოსცადეთ საკუთარი თავი.
დააკვირდით ფოტოს და გამოიცანით, ეს მკვლელობაა თუ სუიციდი? თქვენი ვარაუდი კომენტარებში დაასაბუთეთ.



ნუ იჩქარებ პასუხის ნახვას...

პასუხი



ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მკვლელობაა. აგიხსნით რატომაც...

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, თაროზე დადებული ნივთებია. როგორც ხედავთ, კალამიც, კოლაც და საფერფლეც მარცხენა მხარეს დევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალი ცაცია
იყო. გვამს იარაღი კი მარჯვენა ხელში უჭირავს, რაც ეჭვს იწვევს.

კალამი მარცხნივ გვეუბნება, რომ წერილი მსხვერპლის დაწერილია, მაგრამ არ ვიცით, ეს სიკვდილის წინ დაწერილი წერილია თუ არა.

მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ღამეა, ნათურა გამორთულია. ეს უცნაურია, რადგან ფაქტია, რომ მსხვერპლს ცუდი მხედველობა ჰქონდა (ამას სათვალე ამტკიცებს). შესაძლებელია, ის რაღაცას წერდა, როცა გარეთ დღე იყო. თუ ასეა, ეს წერილი სიკვდილის წინ დაწერილი ვერ იქნება.
სისხლის წვეთები გვეუბნება იმას, რომ თუ მსხვერპლს პისტოლეტი მარჯვენა ხელში ეჭირა, ის მაგიდისგან და კედლისგან ზურგით უნდა მჯდარიყო. ასეთ შემთხვევაში, ტყვია არ უნდა ეგდოს იქ, სადაც ახლა გდია.

ბრძოლის ნიშნები

ცალი შლოპანცი, გადაყირავებული სკამი, სანათის გამოძრობილი კაბელი შესაძლოა ბრძოლის ნიშნები იყოს.


ქალს ხელში ჩაუმწვარი სიგარეტი უჭირავს, რაც ასევე უცნაურია. როგორც წესი, ადამიანი სუიციდის წინ ყველა საქმეს ასრულებენ.

რამდენი დრო დაგჭირდათ ამის მისახვედრად თქვენ?

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
თამარი
ჩემი აზრით თვითმკვლელობაა ანუ სუიციდი. სკამი მაშინ გადავარდა როხა მჯდომის სიკვდილის შემდეგ ბალანსი დაკარგა . შტეფსელიდან გორთული ფარანი კი ბევრს არაფერს ნიშნავს . მაგიდაზე მიყრილ მოყრილი არაფერია პირიქით ყველაფერი წესრიგშია . რახან ცაციაა იმას არ ნიშნავს სასროლს მარჯვენა ხელით ვერ აიჭერდა და ვერ ისროდა . შხწფები კედელზე კი იმის მთქმელია რომ ფანჯრიდან ზურგშექცევით იჯდა და ნასოლი ტყვია სხეულიდან გავადნის შემდეგ მიეშხეფა კედელს . გვამიც იქტკენაა გადავარდნილი .მკვლელობა რომ იყოს ადამიანის ინსტიქტი ყოველთვის სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიდრეკილი და საბრძოლველად რაღაცას მაინც ჩაებღაუჭებოდა და ლარნაკს მაინც გატეხდა ან საწერ კალამს საფერფლეს ისროდა . ჩემი აზრით თვით -მკვლელობასთან გვაქვს საქმე .
02:44 / 20-09-2018
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
პისტოლეტით თვითმკვლელი იარაღს ხელში ვერ შეინარჩუნებდა.
21:03 / 19-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი