ტესტი
ტესტი: რომელ ოჯახს აირჩევდით?
ტესტი: რომელ ოჯახს აირჩევდით?
აირჩიეთ ფოტოზე მოცემული 3 ოჯახური წყვილიდან ერთ-ერთი და გაიგებთ, სინამდვილეში რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ოჯახი.


თუ აირჩიეთ №1 ოჯახი

თქვენ არ ხართ ოჯახზე დიდად ორიენტირებული ადამიანი. როგორც ნახატზე ხედავთ, დედა ბავშვს მამას აცილებს. მამაც ისე გამოიყურება, თითქოს მისთვის სულერთია.
თუკი ეს ნახატი აირჩიეთ, შესაძლოა, მამის ძლიერი ზურგის გარეშე გაიზარდეთ. ამიტომაც,
როგორც წესი, ეხმარებით ყველას, ვინც დაუცველია.
ძალიან ბედნიერი ხართ, როცა ადამიანების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები შეგაქვთ. მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში არ იცით, რა არის ნამდვილი ოჯახი.

თუ აირჩიეთ ოჯახი №2

ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი ხართ და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული. თუკი დააკვირდებით ამ გამოსახულებას, შეამჩნევთ, რომ ქალი მოკლე ქვედაბოლოშია გამოწყობილი და თითქოს მხოლოდ საკუთარი თავით არის დაკავებული. მამაც ასევე, წინ წამოწეულია. როგორც ჩანს, წყვილს პირველ ადგილას საკუთარი მოთხოვნილებები აქვს დაყენებული.
თქვენ, სავარაუდოდ, ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ, რომელიც ოცნებობს სტაბილურ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე, რომელიც მთელი ცხოვრება გასტანს. ამიტომაც თქვენ, პირველ რიგში, ყალბი ოჯახი მოგხვდათ თვალში.
თქვენ თვლით, რომ ქორწინება და ოჯახი პირველ ადგილას უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ასევე, გიყვართ სხვებზე ზრუნვა და დიდ ძალისხმევას ხარჯავთ თქვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანების ბედნიერებისთვის.

თუკი აირჩიეთ ოჯახი №3

შესაძლოა, რაღაც ფსიქოლოგიური ტრავმის ქვეშ იმყოფებით. ოჯახის ეს ვარიანტი ყველაზე მოსიყვარულე და ბედნიერია.
შესაძლოა, ბავშვობაში ოჯახური სკანდალების მომსწრე იყავით. თუმცა, თქვენ იცით, როგორ გამოიყურება ნამდვილი ოჯახი და სწორედ ამიტომაც აირჩიეთ ნახატზე ეს ოჯახი.

წყარო: evolutionliving.info

ასევე იხილეთ:

აირჩიეთ მამაკაცი და გაიგეთ, როგორი ქმარი შეგეფერებათ?
აირჩიეთ მამაკაცი და გაიგეთ, როგორი ქმარი შეგეფერებათ?

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
lia
მესამე ავირციე - მამას თანაბრად აქვს ყურადღება ცოლსა და შვილზე - მოსიყვარულე ოჯახია
12:49 / 30-10-2017
გამოხმაურება / 0 /
თათო
მე მესამე ავარჩიე და დაემთხვა :) მიმიზიდა იმ ფაქტMა, რომ წყვილი ერთმანეთს ეხუტება და ამასთან, მამას ხელი უკიდია ბავშვზე, ბავშვი თან გრძნობს მშობლის ძლიერ ხელს და თან დამოუკიდებელი ფიგურაა, ამასთან ის ბედნიერ ოჯახში იზრდება, იმიტომ რომ დედ-მამას ერთმანეთი უყვართ. მოკლე კაბები და დიდი წიაღსვლები არ მქონია, მაგრამ პირველზე საფრთხე დავინახე მამისგან, მეორე კი ძალიან ცივი მომეჩვენა.
12:03 / 30-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30