თუ ქალების იმ კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებსაც სამკაულების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, ეს ტესტი თქვენთვისაა.
- ვინტაჟური სამკაულების მოტრფიალე ყოფილხართ. ეს ნიშნავს, რომ ძველებურ სამკაულებს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებთ, ვიდრე თანამედროვეს. თქვენ სიამოვნებით იცხოვრებდით ჯაზისა და რეტროავტომობილების ეპოქაში. თქვენ დახვეწილი სტილი გაქვთ.
- კლასიკური, კარგი გემოვნება გაქვთ. მოკრძალებულ, მაგრამ ძვირფას სამკაულებს ანიჭებთ უპირატესობას. მიგაჩნიათ, რომ დახვეწილობა და ძვირფასეულობა (ოქრო, ბრილიანტი) მოდიდან არასდროს გადავა.
- თუ უპირატესობა გასაღებებს მიანიჭეთ, ამოუცნობი ქალბატონი ყოფილხართ. ოქროც გიყვართ და ვერცხლიც. თუმცა, უჩვეულო იერის სამკაულები უფრო იქცევს თქვენს ყურადღებას. თქვენი სტილია სიმსუბუქე და იდუმალება.
- მხოლოდ ერთ სამკაულს არ ჯერდებით?.. ჩიტი თავისუფლების სიმბოლოა; ქვა თილისმების ძალის რწმენა. თქვენ მეოცნებე და შემოქმედებითი ნატურა ხართ. თქვენეული გემოვნება გაქვთ, რომლის გარეშეც ნიჭიერი ხალხი წარმოუდგენელია.
- მდიდრული სამკაულის ტარებას ცოდნა უნდა. სამკაული იდეალურად გამოიყურება ერთტონიან, ძირითადად, მუქი ფერის სამოსზე. ასე ის გაცილებით მეტ ყურადღებას მიიქცევს. თუმცა, ყურადღება არც თქვენ მოგაკლდებათ. ასე რომ, საკმაოდ მოხერხებული ნაბიჯია. თქვენ სტილის დედოფალი ხართ!
- ეს მხიარული სამკაული თქვენს განწყობაზე მიუთითებს. გიყვართ ექსპერიმენტები, გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევა. ხალხს საკუთარი იდეებით ხშირად აოცებთ. თქვენ ორიგინალური გემოვნება გაქვთ!