მაღვიძარამ დილის 07:45 საათზე დარეკა. 15 წუთში უნდა ავდგე და ბავშვები გავაღვიძო, სკოლაში გავუშვა. 15 წუთით ადრე სპეციალურად ვაყენებ ზარს, რომ უცბად არ წამოვხტე საწოლიდან.
ვიცი, ეს ორგანიზმისთვის სტრესია. მე კი ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სტრესი, გაღიზიანება, ცუდი ხასიათი თავიდან ავირიდო. მახსოვს, იყო დრო, როდესაც ყველა წვრილმანი ნერვებს მიშლიდა. საკუთარ თავს არ ვგავდი. ბავშვებს ხშირად ვუყვიროდი და დროდადრო დეპრესიაც მომეძალებოდა. ერთ დღესაც მივხვდი, რომ გარშემომყოფები თავს მარიდებდნენ და მე თვითონაც აღარ მომწონდა საკუთარი თავი ასეთი.
ავდექი და ყველაფერი შევცვალე.
სახლში ჯადოსნური ბაღი მაქვს. ყვავილებს ვუვლი. გგონიათ, ჩვეულებრივი ყვავილებია? - ცდებით! ჩემი ყვავილები ჯადოსნურ ძალას ფლობენ. ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით კიდეც...
აი, მაგალითად, გუშინ მაგნოლიას ვუყვებოდი, როგორ შემხვდა მაღაზიაში ჩემი კაპარჩხანა მეზობელი. ყველას ეჩხუბება. ისეთი ჭორიკანაა, მეტი რომ არ შეიძლება. მეზობლები ერთმანეთს გადაჰკიდა. ჩემთანაც დაიწყო ჩემი კარის მეზობლის გაჭორვა, მაგრამ არ მოვუსმინე.
- რა უთხარი? - დაინტერესდა მაგნოლია და ოდნავ შეარხია ლამაზი თავი.
- ვუთხარი, სხვისი ცხოვრება ჩემი და მით უმეტეს, თქვენი განსახილველი არ არის-მეთქი. აჯობებს, ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ-მეთქი.
- მერე? რაო იმან? - საუბარში ძახველი ჩაერთო.
- რას იტყოდა? ცხვირი აიბზუა და გაწითლდა.
- ეგრე მოუხდება მაგას! - პასიფლორამ ფოთლები ნაზად შეარხია და კრაზანასკენ გააპარა თვალი. მგონი, ერთმანეთი მოსწონთ...
- გახსოვს, ჩვენ აქ მოსვლამდე როგორი გაღიზიანებული იყავი? ღამეებიც რომ არ გეძინა? - მეკითხება კატაბალახა. მე უბრალოდ ვუღიმი და წყალს ვუსხამ ყველას. მერე ფოთლებზე ნაზად ვეფერები. საოცარ სიამოვნებას მანიჭებს მათზე ზრუნვა.
- ახლა ჩვენი ჯერია! - ამბობს კატაბალახა და მიწიდან ერთ ცალ ფესვს ამოყოფს. - აჰა, აიღე!
ფესვის ნაწილი ნაზად მოვატეხე. დანარჩენებიც მიწვდიან ფოთლებს, ფესვებს, ნაყოფს. ვართმევ და ვრეცხავ, ვნაყავ, ვჭრი, ვაშრობ. ვფქვავ და ჯადოსნურ ტაბლეტებს ვაკეთებ. სწორედ ამ ტაბლეტების დამსახურებაა, მე რომ ასეთი მშვიდი და ბედნიერი ვარ. დღეში 1 ტაბლეტი ჩემი ბედნიერების გარანტია.
- დაიჯერეთ? სინამდვილეში, ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია... სახლში არავითარი ჯადოსნური ბაღი არ მაქვს. უბრალოდ, დღეში ერთ ტაბლეტ ტრანქუილს ვსვამ.
ტრანქუილის კაფსულა განსაკუთრებული წესით დამუშავებულ ბუნებრივ მცენარეულ ექსტრაქტებს შეიცავს. ის ამშვიდებს ნერვებს, ადუნებს კუნთებს, რითაც მშვიდ ძილს უწყობს ხელს, ასევე, ამცირებს შფოთვას და გაღიზიანებას. კუნელი გულის კუნთს აძლიერებს და გულისცემას არეგულირებს, ძახველი კუნთების სპაზმით გამოწვეულ დისკომფორტს ხსნის, კრაზანა კი გაღიზიანებადობას, შფოთვას და დაძაბულობას ამცირებს.
აი, სულ ეს არის ჩემი საიდუმლო, რომელიც სიამოვნებით გაგიზიარეთ!