ფუნთუშა სოკოთი და ქათმის ხორცით, ალბათ არასოდეს გაგისინჯავთ...
მომზადება:
80 გრამ ქამა სოკოს ვჭრით და ვშუშავთ.
გემოვნების მიხედვით ვუმატებთ ხახვს,
110 გრამ ქათმის ფილეს,
50 გრამ ნაღებს,
25 გრამ არაჟანს და ვურევთ, სანამ არ შესქელდება.
შემდეგ ვამატებთ მარილსა და პილპილს გემოვნებით.
შემდეგ ფუნთუშას გულს ამოვაჭრით და მასში ვდებთ მიღებულ მასას. ვაყრით 40 გრამ სულგუნს და ნახევარი ან ერთი წუთით ვათავსებთ ღუმელში, რომ შიგთავსი ოდნავ დადნეს.