ხილის გიდი: რა უნდა ვჭამოთ, როცა გვცივა
ხილის გიდი: რა უნდა ვჭამოთ, როცა გვცივა
დღეს მოგიყვებით, რომელი ხილი უნდა ჭამოთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რომ სასარგებლო ნივთიერებები მიიღოთ და თავი ჯანმრთელად იგრძნოთ.

ციტრუსები: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი

სარგებლობა: ციტრუსები შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ვიტამინების - B, A, E, С ჯგუფს.
ფორთოხლის კანი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს კანის კიბოს წარმოქმნას 30 პროცენტით. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ცედრა კვირაში
ერთხელ ფაფაში განუმეორებელი გემოსთვის.

ლიკოპინის ანტიოქსიდანტი, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს, ამცირებს ათეროსკლეროზისა და კიბოს წარმოშობის რისკს.
  • კალორიულობა: ფორთოხალი 62 კკალ, გრეიპფრუტი, 103 კკალ, მანდარინი 35 კკალ.
  • როგორ ვჭამოთ: მიირთვით კანგაცლილი (წვენი არ გააკეთოთ), დაუმატეთ სალათებსა და ფაფებში.

მსხალი

  • სარგებლობა: ვაშლზე მეტ, 5,5 გრამ უჯრედისს შეიცავს. აგრეთვე, С ვიტამინის დღიური ნორმის 10 პროცენტს.
  • კალორიულობა: ერთ ხილში 84 კკალია.
  • როგორ ვჭამოთ: დესერტი მოამზადეთ დარიჩინთან ერთად. მიირთვით, როგორც ხემსი.

ბროწეული

  • სარგებლობა: მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ტანინით. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება.
  • კალორიულობა: გარჩეულ, ნახევარ ჭიქა ბროწეულის მარცვლებში 72 კკალია.
  • როგორ ვჭამოთ: კერძებში, დესერტებში, დამოუკიდებლად.

ხურმა

  • სარგებლობა: მდიდარია უჯრედისით. საშუალო ზომის ხილი 6 გრამს შეიცავს.
  • კალორიულობა: 100 გრამში 118 კკალ.
  • როგორ ვჭამოთ: შეგიძლიათ სალათებშიც დაუმატოთ ან დამოუკიდებლად მიირთვათ.
  • რჩევა: იმისათვის, რომ ხურმა დამწიფდეს, 1-1,5 დღით საყინულეში გააჩერეთ.
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31