გთავაზობთ სკუმბრიის მომზადების განსხვავებულ რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- სკუმბრია 1 ც.
- ხახვი 1 ც.
- ნიორი 2 კბილი.
- მწვანილი 1 კონა.
- პომიდორი 1–2 ც.
- მზესუმზირის ზეთი 30–50 მლ
- ბრინჯის ძმარი 1 ს/კ.
- სოიოს სოუსი 4 ს/კ.
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გაასუფთავეთ თევზი, მოაჭერით ფარფლები და გარეცხეთ. შემდეგ დაჭერით ბასრი დანით პორციულ ნაჭრებად. დაახლოებით 1 სმ სისქის.
მოამზადეთ მარინადი. ღრმა თასში შეურიეთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი, მწვანილი, ნიორი და კუბებად დაჭრილი პომიდორი. დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი, სოიოს სოუსი და ბრინჯის ძმარი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვაშლის ძმრით).
ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
მარინადი შეურიეთ შემწვარი (ან მოხარშული) სკუმბრიის ნაჭრებს. მიღებული წვენი მოასხით თევზის ნაჭრებს და გააჩერეთ 2 სთ. სასურველია, 15-20 წუთის შემდეგ აურიოთ.
დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ თევზის ნაჭრები მარინადიდან.
გემრიელად მიირთვით!