რომელი სახეობის თევზი რისთვისაა კარგი - რჩევები თევზის მოყვარულებს
რომელი სახეობის თევზი რისთვისაა კარგი - რჩევები თევზის მოყვარულებს
ვიტამინები D, E და A, იოდი, რკინა, ფოსფორი, თუთია, კალციუმი და სხვა - ეს თევზია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ცილები, რომელსაც თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს და რომელიც ორგანიზმში ძალიან კარგად შეიწოვება.
აუცილებელია, რომ ზრდასრულმა ადამიანმა თევზი კვირაში ერთხელ მიირთვას. ბავშვებისა და მოზარდებისთვის კი თევზის მიღება კვირაში ორჯერაა რეკომენდებული.

  • თევზის რეგულარული
    მიღება სისხლში ქოლესტერინს შეამცირებს
  • ომეგა-3 ეხმარება სისხლის ნორმალურ მიმოქცევაში
  • ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის სწორ ფუნქციონირებას
  • აუმჯობესებს თმის, კანის და ფრჩხილების სტრუქტურას
  • აუმჯობესებს მეხსიერებას
  • ხელს უწყობს ადამიანის ზოგადი ემოციური მდგომარეობის სიჯანსაღეს
ქართულ ბაზარზე თევზის მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა თევზის ყველა სასარგებლო თვისების მისაღებად აუცილებელია, რომ პროდუქტი მაღალი ხარისხის იყოს. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ სად და რა ბრენდის თევზს ვყიდულობთ. თევზის მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს გვთავაზობს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანე“, რომლის ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.


„ოკეანის“ ტექნოლოგიც გირჩევთ, როგორ გაარჩიოთ ახალი და ხარისხიანი თევზი. „იმისთვის, რომ გაარჩიოთ, ახალია თუ არა ეს პროდუქტი, გაყინულ მდგომარეობაში მას არ უნდა აღენიშნებოდეს სიყვითლეები (ფარფლებისა და მუცლის
მიმდებარე ტერიტორიებზე). გამლღვალი თევზის ქსოვილი კი ფიზიკური დაწოლის შემდეგ ბუნებრივ ადგილს უნდა უბრუნდებოდეს. თუ ჩაზნექილი რჩება, მაშინ მას უკვე დაკარგული აქვს თავისი ხარისხი”.

„რაც შეეხება შებოლილ თევზს, მას უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი შეფერილობა, კერძოდ, ღია ყავისფრიდან - მუქ ოქროსფრამდე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მომწვანო-მონაცრისფრო ფერი ან ლორწო. აუცილებელია, გამოირჩეოდეს შებოლვისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო არომატით და სიმკვრივით. იმისათვის, რომ თევზი იყოს სასარგებლო და ხარისხიანი, ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორც მისი შეძენის ადგილს, ასევე შენახვის პირობებს. აუცილებლად დააკვირდით, დაცულია თუ არა პროდუქტის შენახვის ყველა საჭირო პარამეტრი. შებოლილი თევზის შენახვა 0- +6 გრადუსზეა რეკომენდებული. ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, თავს უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საზიანო თევზის ყიდვისგან ნამდვილად დაიცავთ”, - დაამატა მან.

ზოგადად, თევზი რომ სასარგებლო პროდუქტია, უკვე ყველამ კარგად იცის. თუმცა რომელი თევზი ვისთვის და რატომ არის განსაკუთრებულად სასარგებლო, ამის შესახებ ბევრს არ სმენია.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თევზი ორაგულია. ის მრავლად შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია აგრეთვე მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E Dდა PP ვიტამინები. ორაგულის ქონი ათხელებს სისხლს. ამით აფერხებს თრომბების წარმოქმნას და იცავს ორგანიზმს ინსულტისა და ინფარქტისგან. თევზის ქონი აქვეითებს სისხლში სახიფათო ცხიმების, ტრიგლიცერიდების დონეს, ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს. ის სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის - ანიჭებს მათ დრეკადობასა და ელასტიკურობას. ეს უნიკალური საშუალება ბლოკავს ანთებით პროცესებს, გარკვეულწილად აფერხებს ართრიტის, ფსორიაზის, დიაბეტისა და სხვა დაავადებების, მათ შორის - სიმსივნურის, განვითარებას. მრავალწლიანი კვლევები მოწმობს, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უხვადაა ორაგულში, აფერხებს ორგანიზმის ბიოლოგიურ დაბერებას.

ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ თევზის მიღებას, რომელიც მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით. ასეთია ვირთევზა, მტკნარი წყლებიდან კალმახი, ზუთხისებრნი თავისთავად, ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია.

იოდს უხვად შეიცავს ქორჭილა, კამბალა და კარჩხანა.
ზღვის თევზში კონცენტრირებულია ისეთი მიკროელემენტები, როგორებიც არის ბორი, რკინა, ლითიუმი, ფტორი, ბრომი და სხვა. ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის.

თევზის დიეტური სახეობებია: სუდაკი, ხეკი, თინუსი, კამბალა, სკუმბრია, ვირთევზა, ნავაგა. ორაგული, შედარებით, კალორიულია, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დიეტურ მენიუში შეიტანოთ.
სარდინა ასევე მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და საჭმლის მომნელებელ სისტემას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ქეთი
ისიც გვითხარით, რამდენად სასარგებლოა არნიშნული თევზის სახეობების კონსერვები, რამდენადაა მათსი შენარჩუნებული სასარგებლო მინერალები.
22:20 / 13-12-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31