შეინახეთ ეს რეცეპტი. საახალწლო სუფრისთვის აუცილებლად გამოგადგებათ.
2019 ღორის წელია. წარმოგიდგენთ ძალიან გემრიელი სალათის, "გოჭის" რეცეპტს. გააკვირვეთ სტუმრები.
სალათა "გოჭი" საახალწლო სუფრისთვის.
ინგრედიენტები:
- კარტოფილი 300 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- ქათმის ფილე 200 გრ
- მწვანე ბარდა 40 გრ
- მჟავე კიტრი 90 გრ
- მაიონეზი 30 გრ
- მარილი გემოვნებით
მოსართავად:
- ჭარხალი 1 ცალი (პატარა)
- მოხარშული ძეხვი 20 გრ
- ზეთისხილი 2 ცალი
მომზადების წესი:
1. მოხარშეთ კარტოფილი და ჭარხალი.
2. პარალელურად, მოხარშეთ ქათმის ფილე.
3. მოხარშული ფილე და კარტოფილი დაჭერით პატარა კუბებად.
4. მოხარშეთ კვერცხები მაგრად. გაფცქვენით. გულები წვრილად დაჭერით, ხოლო ცილა გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
5. მჟავე კიტრი დაჭერით პატარა კუბებად. კონსერვის ბარდა საწურზე გადაიტანეთ, რომ დაიწრიტოს.
6. ყველა ინგრედიენტი (ჭარხლის და კვერცხის ცილების გარდა) მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაუმატეთ მარილი, პილპილი და მაიონეზი. აურიეთ.
7. გახეხილ ცილას დაუმატეთ გახეხილი ჭარხალი და აურიეთ. თუ ჭარხალი არ გინდათ, გამოიყენეთ წითელი საკვები საღებავი (მაიონეზში გახსნილი).
8. სალათა გადაიტანეთ თეფშზე, მიეცით გოჭის ფორმა. ზემოდან დააყარეთ გახეხილი ჭარხალი და ცილა.
9. გამოჭერით ძეხვისგან დინგი და ყურები. ზეთისხილისგან თვალები გაუკეთეთ.
სალათა "გოჭი" მზადაა!
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!