ჩვენს დროში, ლაბას მომზადება ნებისმიერ სეზონზე შეიძლება.
"ხალადეცს" უკვე ბევრი რაღაცისგან ამზადებენ. ქათმის ლაბა კი განსაკუთრებით გემრიელია.
ინგრედიენტები:
- ქათმის მკერდი 350 გ
- სტაფილო 2 ც
- წყალი 1,5 ლ
- ჟელატინი 30 გ
- მწვანილი გემოვნებით
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ქათმის მკერდს მოაცილეთ კანი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. როცა ბულიონი ადუღდება, ჩააყარეთ მარილი და პილპილი. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე.
ორი დიდი სტაფილო გარეცხეთ და გაფცქვენით. ჩადეთ ბულიონში და მოხარშეთ ხორცთან ერთად.
დაუმატეთ ჟელატინი და ბულიონი 1 სთ დადგით. ამოიღეთ სტაფილო და კუბებად დაჭერით. გადაანაწილეთ ფორმაში. ლაბა ისევ დადგით ცეცხლზე და გააცხელეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. ხორციც ფორმაში გადაანაწილეთ და ბულიონი დაასხით.
ზემოდან მწვანილით მორთეთ.
კერძი შედგით მაცივარში 2–3 სთ-ით.
გემრიელად მიირთვით!