როგორ მოვამზადოთ ცხარე წასახემსებელი ზამთრისთვის (+ ვიდეო)
ეს ძალიან სწრაფი და იოლი რეცეპტია.
ინგრედიენტები:

  • პომიდორი 500 გ
  • ხახვი 500 გ
  • წიწაკა ჩილი 500 გ
  • სურნელოვანი პილპილი 15 გ
  • ძმარი 150 მლ
  • მარილი 75 გ


მომზადების წესი:

ბოსტნეული ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ გამოიყენოთ. არ არის აუცილებელი, დაიცვათ პროპორცია 1:1-ზე.
გაფცქვენით ხახვი. ყველაფერი კარგად გარეცხეთ. სასურველია, ყველა ნაყოფი საშუალო ზომის იყოს.

თუ ხახვი დიდია, შუაზე
გაჭერით. დადგით ცეცხლზე ქვაბი, 1,5 ლ წყალი ჩაასხით. როდესაც ადუღდება, ჩაყარეთ ბოსტნეული და 2-3 წთ ადუღეთ.
შემდეგ ამოიღეთ და ჩადეთ ქილებში. თავსახურები გაასტერილეთ და დააფარეთ.
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, 50 გ - 1 ლიტრზე. ადუღეთ. შემდეგ ჩაასხით ძმარი - 100 მლ 1 ლ წყალზე.

2 წუთის შემდეგ სითხე ჩაასხით ქილებში ისე, რომ ბოსტნეულებს შორის ჰაერი არ დარჩეს. ჰერმეტულად მოხუფეთ. ქილები ამოაბრუნეთ და შეამოწმეთ, წყალი ხომ არ ჟონავს.
ორი დღე ბნელ, თბილ ადგილას გააჩერეთ, შემდეგ კი მაცივარში ან სარდაფში შეინახეთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31