შემოდგომაზე, როცა მზის ენერგია იკლებს, ადამიანი კოსმოსიდან ნაკლებ ენერგიას იღებს. ამიტომ ყვითელი და ნარინჯისფერი ფერის ხილითა და ბოსტნეულით უნდა გაამდიდროს რაციონი.
გარდა იმისა, რომ მათგან ენერგიას მიიღებს, ყვითელი და ნარინჯისფერი ფერის პროდუქტი შეიცავს A და C ვიტამინებს, კაროტენოიდებს, ფენოლინებსა და ბიოფლავონოიდებს.
ისინი აუმჯობესებენ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას, მხედველობას. ძლიერდება იმუნიტეტი, იკლებს კიბოს უჯრედების გამრავლება. გარდა ამისა, იმატებს ფიზიკური აქტიურობა და ტვინიც უკეთ უმკლავდება სამუშაოს.
ყვითელი და ნარინჯისფერი პროდუქტებია: ნესვი, ვაშლი, ლიმონი, ვაშლატამა, ანანასი, მანგო, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, პომიდორი და ა.შ. ეს პროდუქტები უნდა მიიღონ იმ ადამიანებმაც, რომლებსაც პირადი ასტროლოგიური გამოთვლის შედეგად აკლიათ მზისა და იუპიტერის ენერგიები.