ვიდეოში ნახავთ, თუ როგორ კეთდება ფერადი კრემებით და მარციპანით ორიგინალური ტორტები.
გთავაზობთ ტორტი "ცისარტყელას" რეცეპტს.
ალბათ, ფიქრობთ, რომ მისი მომზადება ძალიან ძნელია? გვერწმუნეთ, არა! ყველაფერი იმაზე ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ნებისმიერი კრემი
ბისკვიტის ცომი
6 სხვადასხვა ფერის კულინარიული საღებავი
მრგვალი საცხობი ფორმები
ცომი გაყავით 6 ნაწილად და თითოეულს სხვადასხვა ფერის საღებავი დაამატეთ. გამოაცხვეთ 6 ბისკვიტი და თუ საჭიროა იქნება, გვერდები შემოუსწორეთ.
ბისკვიტიდან ამოჭერით წრე, მის შიგნით კი უფრო პატარა წრე. წაუსვით კრემი შიდა ნაწილზე და ჩაალაგეთ ბისკვიტები, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ბისკვიტები შეახამეთ ფერების მიხედვით. შემდეგ დაალაგეთ ერთმანეთზე, ფენებსშუა და გარედან წაუსვით კრემი.
გარედან ეს ჩვეულებრივი ბისკვიტია, მაგრამ როცა გაჭრით - სიურპრიზი გელოდებათ! ფერადი, ხასხასა კვადრატები ძალიან ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურება.