ლეგენდარული "ჭიანჭველას ბუდე" არ საჭიროებს რეკლამას. ტორტი პირველად 70-იან წლებში გაჩნდა და სხვადასხვა ქვეყანაში სწრაფად გავრცელდა.
ის წარმოუდგენლად გემრიელია და მხოლოდ 6 ინგრედიენტით მზადდება.
ინგრედიენტები:
- ფქვილი 500 გრ
- შესქელებული რძე 400 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- ნაღების კარაქი 200 გრ
- შაქრის პუდრა 1 ს/კ
- გამაფხვიერებელი
მომზადების წესი:
- გაალღვეთ კარაქი და ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად. დაუმატეთ კვერცხები და კვლავ ათქვიფეთ.
- ცალკე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ ჩაყარეთ კვერცხიან მასაში. სწრაფად მოზილეთ რბილი ცომი.
- ცომი გააბრტყელეთ (ხაჭაპურის ფორმა მიეცით), შეახვიეთ პერგამენტში და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- ცომის ზოლები ფირფიტაზე გაშალეთ და აცხვეთ ქურაში 15-20 წუთი, 200 გრადუსზე.
- გააცივეთ ბისკვიტი, გადაიტანეთ ჯამში და დაფხვენით. დაუმატეთ შესქელებული რძე, აურიეთ და მოათავსეთ თეფშზე (პირამიდის ფორმით).
გემრიელად მიირთვით!