თუ გამხმარი პურის გადაგდება გენანებათ, ჩვენ გასწავლით, რაში უნდა გამოიყენოთ იგი. ბოსტნეულს ახალი იერი რომ შეუნარჩუნოთ, პური ჩაუდეთ. ის ზედმეტ ტენს შეიწოვს და პროდუქტს დაობებისგან დაიცავს.
პურის გაახლება
თუ მიკროტალღური ღუმელი ან ორთქლის აპარატი გაქვთ, პური ორთქლის აბაზანაზე დადეთ და რბილი და ფაფუკი გახდება. შემდეგ ჩაის ტილო შემოახვიეთ და აირღუმელში 5 წუთით გამოაცხვეთ.
პური საჭმელად ვარგისია, თუ მასზე ობის წერტილები არაა.
რიბოლიტა
გამხმარი პური აუცილებელი ინგრედიენტია იტალიური კერძისთვის, რომლის დასამზადებლად დაგჭირდებათ: ლობიო, კომბოსტო, ცუკინი, სტაფილო, ხახვი, ნიახური, პომიდორი და ღორის ნეკნები. გამხმარ პურს კი პირდაპირ კერძზე დებენ და გახეხილ პარმეზანს აყრიან.
სწრაფი პიცა
გამხმარ პურზე დააწყვეთ პომიდვრისა და შაშხის ნაჭერი, სოკო, ზეთისხილი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ ღუმელში 15 წუთი, 180 გრადუსზე.
სტრატა
ეს კი ამერიკული კერძია. საშუალოა ღვეზელსა და ომლეტს შორის. დაგჭირდებათ: გამხმარი პური, ლორი, ყველი, ხახვი, კვერცხი, ნაღები და კარაქი. დაჭერით პური და ლორი. ხახვი მოხრაკეთ. კვერცხში შეათქვიფეთ ნაღები. ყველა ინგრედიენტი ფორმაში გადაიტანეთ. მოასხით კვერცხის მასა. მოაყარეთ გახეხილი ყველი. შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე და მეორე დღეს გამოაცხვეთ 160 გრადუსზე, 50-60 წუთის განმავლობაში.
პურის სოუსი
ბრიტანული წესით მომზადებული სოუსი ცხიმიან კერძებს უხდება. რეცეპტი მარტივია: ჩაასხით ქვაბში წყალი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, რძე, ნაღები, წვრილად დაჭრილი ხახვი. შეათბეთ 100 გრადუსზე და გააჩერეთ ცეცხლზე 10 წუთი. გაგრილებული გადაწურეთ, დაუმატეთ გამხმარი პური, მარილი, წიწაკა, კარაქი და კარგად ამოურიეთ.
ღვეზელის გული
პურის ნაჭრები შეგიძლიათ ტკბილ ღვეზელსაც დაუმატოთ და ხორციანსაც. ის განსაკუთრებით მაშინ გამოგადგებათ, თუ ღვეზელის გული წვნიანი გამოგივიდათ.
ერბოკვერცხი
ნოყიერი საუზმეა. გამხმარი პური შეწვით კარაქი, მოასხით ათქვეფილი კვერცხი. დააჭერით პომიდორი, მწვანე ხახვი და მოაყარეთ მწვანილი.
პურის ტკბილი დესერტი
გამხმარი პური რძეში დაალბეთ. შეურიეთ გახეხილი სტაფილო. დაუმატეთ შაქარი და ათქვეფილი კვერცხი. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ვაშლი ან ჩირი დაუმატოთ.
პურის ხარჩო
ინგრედიენტები:
- თონის პური 1 ცალი
- კარაქი 100 გ
- ხახვი 200 გ
- კვერცხი 2-3 ცალი
- ქინძი რამდენიმე ძირი
- მარილი, წითელი წიწაკა გემოვნებით
იხილეთ მომზადების წესი