ჩიზქეიქი იაპონურად
ჩიზქეიქი იაპონურად
ნაზი, ღრუბელივით ჰაეროვანი, ორიგინალური იაპონური დესერტი ღვთაებრივად გემრიელია!
ინგრედიენტები:

რძე 130 მლ
ნაღების ყველი 100 გ
ნაღების კარაქი 100 გ
კვერცხის გული 8 ც 
ხორბლის ფქვილი 60 გ
სიმინდის სახამებელი 60 გ
კვერცხის ცილა 13 ც 
შაქარი 130 გ

მომზადების წესი:

ქვაბში შეურიეთ ნაღების ყველი და კარაქი, ჩაასხით რძე. ყველა
ეს პროდუქტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

ნელ ცეცხლზე დადგით და თან ურიეთ. შეაცხელეთ მასა. ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხის გული და როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, გადმოდგით ცეცხლიდან.

გაგრილებულს შეურიეთ ფქვილი და სახამებელი.



კვერცხის ცილები ათქვიფეთ შაქართან ერთად და ნელ-ნელა შეურიეთ ცომს.


საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და მოათავსეთ ცომი. ფორმა ჩადგით უფრო დიდი დიამეტრის საცხობ ფორმაში, რომელშიც უნდა ჩაასხათ წყალი.
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე და აცხვეთ ჩიზქეიქი 25 წთ. შემდეგ ტემპერატურას 140 გრადუსამდე დაუკელით და კიდევ ნახევარი საათი აცხვეთ.


ცხობის დროს არ გამოაღოთ ღუმელის კარი, რადგან ჩიზქეიქი ჩავარდება.

როდესაც ღუმელშივე გაცივდება ნამცხვარი, გამოიღეთ და შედეთ მაცივარში. 


გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30