გემრიელი "დათუნიები" - გაახარეთ თქვენი პატარა ორიგინალური ორცხობილებით
გემრიელი "დათუნიები" - გაახარეთ თქვენი პატარა ორიგინალური ორცხობილებით
წარმოგიდგენთ უსაყვარლესი "პეჩენიების" რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს შვილებს.

ინგრედიენტები
:
კარაქი 200 გრ
შაქარი 1 ჭიქა
კვერცხი 1 ცალი
ვანილი გემოვნებით
ფქვილი 2 ჭიქა
კაკაო 1 ს/კ
თხილი, საკონდიტრო "მძივი" კანფეტი - თვალების და ცხვირის გასაკეთებლად. 
დათუნიას ფორმა



მომზადების წესი:

200 გ კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 1 ჭ შაქარი (თუ ძალიან
ტკბილი არ გიყვართ, ნახევარი ჭიქაც ჰყოფნის), 1 კვერცხი, ვანილი, 2 ჭ ფქვილი.
ცომი გაყავით შუაზე და ნახევარს შეურიეთ 1 ს.კ. კაკაო.

შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში ცოტა ხნით.
გააბრტყელეთ, გამოჭერით დათუნიები, ხელში ნუში და თხილი დააჭერინეთ.
დაალაგეთ საცხობ სინზე, რომელსაც პერგამენტი ექნება დაფენილი.
აცხვეთ  180 გრადუსზე.
7-8 წუთში მზად იქნება. ოდნავ რომ შეიცვლის კიდეებზე ფერს, გამოიღეთ.
გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30