როგორ მზადდება ჟელიბონები სინამდვილეში (ვიდეო)
discovery channel-ის გადაცემაში ნახავთ, თუ როგორ კეთდება ყველასათვის საყვარელი ჟელიბონები სინამდვილეში.
აქვე გთავაზობთ რეცეპტს, თუ როგორ მოუმზადოთ ბავშვებს ჟელიბონი სახლის პირობებში.

ინგრედიენტები

სასურველი ხილის ან ბოსტნეულის წვენი - 1,5 ჭიქა
ჟელატინი - 4 ს/კ
თაფლი - 2-4 ს/კ
ვანილის ექსტრაქტი - 1/2 ჩ/კ

მომზადების წესი:

წვენი ჩაასხით პატარა ქვაბში და
დაუმატეთ ჟელატინი. დააცადეთ რამდენიმე წუთი, რომ ჟელატინი გაფუვდეს.
დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და შეათბეთ ისე, რომ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.
დაუმატეთ თაფლი და ვანილის ექსტრაქტი. კარგად აურიეთ.
გაანაწილეთ ფორმებში და გააცივეთ, სანამ არ გამკვრივდება.
შეინახეთ მარმელადი ჰერმეტულად დახურულ კონტეინერსა და მაცივარში.
ინახება 2-3 კვირა.

გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30