ბრაუნი თურქული რეცეპტით
ბრაუნი თურქული რეცეპტით
გთავაზობთ "ბრაუნის" თურქულ რეცეპტს. 
ინგრედიენტები:

ნაღების კარაქი 150 გ
შავი შოკოლადი 300 გ
კვერცხი 4 ც
ყავისფერი შაქარი 300 გ
ფქვილი 150 გ
გამაფხვიერებელი 1 ½ ჩ/კ
კაკაო 30 გ
თურქული შოკოლადი 100 გ



მომზადება:

შოკოლადი და ნაღების კარაქი დაადნეთ.

დიდ თასში ჩაახალეთ კვერცხები და ჩაყარეთ ყავისფერი
შაქარი. ათქვიფეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.


ჩაასხით გამდნარი შოკოლადიანი კარაქი და მიქსერით ისევ ათქვიფეთ.

დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაოს ფხვნილი. ათქვიფეთ.


გაახურეთ ღუმელი 180˚С-ზე. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით ცომი.

თურქული შოკოლადი დატეხეთ და გადაანაწილეთ ცომზე.
აცხვეთ 20-25 წუთი.

როდესაც გამოცხვება, გააგრილეთ და გადაიტანეთ ნამცხვრის თეფშზე.

დაჭერით კვადრატებად.



გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
მომწონთ თუ არა საიტის განახლებული დიზაინი
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31