ეს ტკბილეული არ გაგასუქებთ
ეს ტკბილეული არ გაგასუქებთ
ბევრისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, როდესაც ძალიან გინდა ტკბილეულით პირის ჩატკბარუნება, მაგრამ თავს იკავებ, რადგან წონაში მომატების გეშინია. ტკბილი ხომ ფიგურას აფუჭებს? მოდით, დავამსხვრიოთ ეს მითი!

წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომლებითაც შეძლებთ საკუთარი თავის განებივრებას.

მწარე შოკოლადი


მწარე შოკოლადში შემავალი კაკაო 80%-ზე ნაკლები უნდა იყოს. შოკოლადის ყველა სახეობას შორის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მხოლოდ მწარე
შოკოლადია. ეს პროდუქტი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.

ზეფირი


მიირთვით ზეფირი ყოველგვარი დანამატის - შოკოლადის გარსისა და სიროფის გარეშე. ეს ტკბილეული არავითარ ზიანს არ მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას.

თაფლი


თუ უცაბედად ტკბილი მოგინდათ, საუკეთესო გამოსავალი - ერთი ჩაის კოვზი თაფლია. ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ხელს უშლის ცელულიტის გაჩენას და ძალიან ნოყიერია. შაქრიანი ჩაი შეგიძლიათ თაფლიანით შეცვალოთ. ამ პროდუქტით ორმაგად გემრიელია ფაფა ან „მიუსლი“.

პასტილა

პასტილა შემადგენლობით დიდად არ განსხვავდება ზეფირისგან. მას დამატებული აქვს ხილი, სისქის მისაცემად კი კვერცხის ცილა. ის არ ვნებს ფიგურას, რადგან ძალიან მცირე რაოდენობის ცხიმს შეიცავს.

აღმოსავლური ტკბილეული



აღმოსავლური ტკბილეული თითქმის ყველას უყვარს. საქმე იმაშია, რომ ისინი დიდი რაოდენობით თხილს, თაფლსა და ქიშმიშს შეიცავს. სწორედ ამიტომ, მათ ბევრს ვერ შეჭამთ, რადგან ძალიან ნოყიერია. განაგრძეთ კითხვა



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31