ფუნთუშა ცოცხალი გარგრის შიგთავსით, თამარ სიდამონიძის რეცეპტით
ფუნთუშა ცოცხალი გარგრის შიგთავსით, თამარ სიდამონიძის რეცეპტით
წარმოგიდგენთ უგემრიელესი ფუნთუშის რეცეპტს, რომელიც თამარ სიდამონიძემ მარაო-ს მკითხველს გაუზიარა:
4-5 პორცია

ცხობა: 25-30წუთი

ინგრედიენტები:

ცომი:
ფქვილი 500 გრ
წყალი 250 მლ/ლ
ზეთი 3 ს/კ
შაქარი 4 ს/კ
მარილი 1/2
ჩ/კ
საფუარი 4 ჩ/კ
ვანილი ან დარიჩინი გემოვნებით

გულსართი:
გარგარი 700 გრ (2-3 ცალი თითო პორციას)
შაქარი 5 ჩ/კ (1 ჩ/კ თითო პორციას)

ზემოდან წასასმელად:
კვერხი 1 ცალი
წყალი ან რძე 50 მლ/ლ
შაქრის პუდრა 3ჩ/კ


მომზადების ტექნოლოგია:

ცომის მოსაზელად ჯერ გააქტიურეთ საფუარი, ამისათვის ჭიქაში ჩაყარეთ შაქარი და საფუარი, დაასხით 50მლ/ლ თბილი წყალი და დაელოდეთ სანამ საფუარი გააქტიურდება და გაფუვდება.

აიღეთ საშუალო ზომის ჯამი და ფქვილი გაცერით, რადგან ცომი უფრო ფაფუკი გამოვიდეს, შეურიეთ მარილი და ვანილი.
დარჩენილ თბილ წყალს შეურიეთ ზეთი, როგორც კი საფუარი გააქტიურდება შეურიეთ ფქვილს და დაიწყეთ მორევა, თანდათან შეურიეთ ზეთიანი წყალი და შეკარით ცომი.
მაგიდა გააფქვილიანეთ და გადმოიტანეთ ცომი, ზილეთ სანამ არ მიიღება ელასტიური კარგად შეკრული მასა.
ჯამს წაუსვით ოდნავ ზეთი ცომსაც ოდნავ და ჩააბრუნეთ ჯამში, გადააკარით ცელოფანი და დაელოდეთ. 30 წუთში გადაზილეთ და დაასვენეთ.
კიდევ 20-30 წუთის შემდეგ გააკეთეთ 5 თანაბარი ზომის გუნდები და ესენიც დაასვენეთ 5 წუთი.
მანამდე 2 ცალი გარგარი გაჭერით შუაზე და დაჭერით თხელ სლაისებად (ფირფიტებად), აიღეთ ერთი გუნდა გააბრტყელეთ, მიეცით მართკუთხა ფორმა, დაალაგეთ გარგრის სლაისები და მოაყარეთ 1ჩ/კ შაქარი თანაბრად. გადაახვიეთ რულეტი. კარგად მოუკრით ბოლოები და ბოლოს მიეცით ლოკოკინის ნიჟარის ფორმა. ასე გაიმეოროთ ხუთივეზე, გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. საცხობ სინზე (ჟარუნაზე) დააწყეთ მზა ფუნთუშები, კვერცხი ათვიფეთ წყალთან ერთად, საკონდიტრო ფუნჯით გადაუსვით კარგად მიღებული მასა და შედგით ღუმელში ვაცხოთ 25-30 წუთი (შეიძლება ცოტა მეტიც თუ უფრო მობრაწული გნებავთ) გამოიღეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრა და გააგრილეთ.
ასევე შეგვიძლია გულსართისთვის გამოიყენოთ სხვადასხვა ჯემები.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
არაჟნის ჟელე ბანანით და შოკოლადით
15:19 / 16-07-2018
ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
მაკარონი ხარშვისას რომ არ აიზილოს
14:25 / 16-07-2018
იმისათვის, რომ მაკარონის ნაწარმი ხარშვისას მიწებებასა და აზელვას გადაურჩეს, დიდი რაოდენობით მდუღარე წყალში უნდა მოხარშოთ.
15 პროდუქტი, რომლებზეც უარი არ უნდა თქვათ
14:05 / 16-07-2018
არსებობს პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.
მოამზადეთ ბადრიჯანი ჩინური რეცეპტით
15:13 / 13-07-2018
ბევრს ჰგონია, რომ ბადრიჯნის სამშობლო ევროპაა, მაგრამ სინამდვილეში, ის პირველად ინდოეთში, დაახლოებით 2 000 წლის წინ გაჩნდა, შემდეგ კი ჩინეთში „იმოგზაურა“.
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ ნესვი (+ხაჭოსა და ნესვის დესერტი)
13:31 / 11-07-2018
ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვისაც ნესვი უყვარს და ისინი, ვინც მის სუნსაც ვერ იტანს. თუმცა, სეზონზე მზისფერი ნესვის ჭამა აუცილებელია, რადგან...
სამი განსხვავებული ცივი ყავის რეცეპტი
12:48 / 10-07-2018
ცივი ყავის ეს საოცარი რეცეპტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ეკუთვნის, თქვენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს გახდის.
ეს ტკბილეული არ გაგასუქებთ
12:40 / 10-07-2018
ბევრისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, როდესაც ძალიან გინდა ტკბილეულით პირის ჩატკბარუნება, მაგრამ თავს იკავებ, რადგან წონაში მომატების გეშინია.
3 წესი, როგორ უნდა შეინახოთ და წაიღოთ შორ გზაზე ზაფხულში ხორცპროდუქტები
11:50 / 05-07-2018
არ­სე­ბობს ზა­ფხუ­ლის ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და საჭ­მე­ლიც კი.
უჩვეულო ჩვეულებრივისგან: 7 ორიგინალური კერძის იდეა - წიწიბურათი
12:38 / 04-07-2018
წიწიბურა - სასარგებლო, გემრიელი და ძალიან ნოყიერი ბურღულეულია. ის შეგიძლიათ უბრალოდ მოხარშოთ ან ორიგინალური მეთოდებით მოამზადოთ.
უგემრიელესი ალუბლის ნამცხვარი რამდენიმე წუთში, მზა ფენოვან ცომში
10:19 / 02-07-2018
წარმოგიდგენთ ალუბლის ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ფენოვანი ცომისგან მზადდება. შეგიძლიათ მზა ცომი შეიძინოთ და უგემრიელესი დესერტი რამდენიმე წუთში მზად იქნება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31