აი, რატომ უნდა მიირთვათ ყაბაყი (+ რეცეპტები)
აი, რატომ უნდა მიირთვათ ყაბაყი (+ რეცეპტები)
ყაბაყი ჩვენში ძალზე პოპულარული სულაც არ არის, თუმცა სულ უფრო ხშირად გამოიყენება ადგილობრივ კერძებში. ჩინური სამზარეულოსთვის კი ყაბაყი შეუცვლელი ინგრედიენტია. გოგრის ეს ბუჩქოვანი ნაირსახეობა წარმოშობით მექსიკიდანაა; ადგილობრივ ინდიელებს ის ჩვენს ერამდე ბევრად ადრე ჰქონდათ კულტივირებული.

ყაბაყის ფორმა მოგრძოა, ფერი კი სახეობებზეა დამოკიდებული: ხან ყვითელია, ხან თეთრი, ხანაც კი მწვანე.

ყაბაყის
ყველაზე დიდი სარგებლიანობა ის გახლავთ, რომ ის ნებისმიერი სახით დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე და ეხმარება კანს სიჯანსაღეში.

ნიშანდობლივია, რომ ყველა სახეობის ყაბაყი ერთნაირი შემადგენლობისაა.

დაბალკალორიულობის გამო ყაბაყი დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ამ საკმაოდ მკვრივი ბოსტნეულის 95% ჩვეულებრივი წყალია, დანარჩენი ნაწილი კი - ცილები და ნახშირწყლები. ყაბაყი საუკეთესოა წონის კლების პროცესშიც. ის საკვების მიღების შემდეგ ნაყროვანების შეგრძნებას აჩენს და ჭამის სურვილი ქრება.

გარდა ამისა, ყაბაყი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს.

მათ შორისაა: მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, ტიტანი, ლითიუმი, მოლიბდენი, თუთია და სხვა.

კალიუმი ყაბაყში ასჯერ მეტი რაოდენობითაა, ვიდრე, მაგალითად, ნატრიუმი. ეს ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამიტომაც ყაბაყი ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან გათავისუფლებაში აქტიურად ეხმარება.

ყაბაყი ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინსაც შეიცავს: პროვიტამინ А-ს (კაროტინს), ნიკოტინმჟავას, В1, В2 და С ვიტამინებს.

ნაზი ცელულოზისა და ორგანული მჟავების სიმცირის წყალობით ყაბაყი კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონეთათვის შეუცვლელი პროდუქტია. ის საჭმლის მომნელებელ ორგანოებს არ აღიზიანებს. ნახშირწყლების მცირე რაოდენობის გამო ის ფასდაუდებელი საკვებია დიაბეტიანთათვისაც.

გარდა ამისა, ყაბაყი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებებით გამოირჩევა - ის ეხმარება ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების, მათ შორის - ქოლესტერინისა და რადიონუკლიდების გამოდევნას. ამიტომ მისი მიღება მისწრებაა მათთვის, ვისაც თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები აწუხებს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ რეცეპტები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
პროექტის - „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ გამარჯვებულები ცნობილია
15:56 / 19-06-2018
პროექტს - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - "პალიტრამედია ჰოლდინგი" ახორციელებს.
ხილი და ბოსტნეული "გაცოცხლდნენ" - ეს "ფოტოშოპი" არ არის
14:28 / 18-06-2018
ხილისა და ბოსტნეულის ძალიან სასაცილო ფოტოები. - და ეს "ფოტოშოპი" არ გეგონოთ!
 საბავშვო ძეხვი საბავშვო შეფუთვით - ეს ”მინია”
10:55 / 18-06-2018
ბავშვების უსაყვარლესი ხორცპროდუქტი ძეხვი განსაკუთრებული რეცეპტითა და გამორჩეული შეფუთვით - ეს ”ნიკორას” ახალი პროდუქტი ”მინია”.
ფუნთუშა ცოცხალი გარგრის შიგთავსით, თამარ სიდამონიძის რეცეპტით
19:50 / 17-06-2018
წარმოგიდგენთ უგემრიელესი ფუნთუშის რეცეპტს, რომელიც თამარ სიდამონიძემ მარაო-ს მკითხველს გაუზიარა:
5 რჩევა, როგორ მოამზადოთ უნიკალური და არომატული გასახდომი ჩაი
12:34 / 16-06-2018
მოწესრიგებული მეტაბოლიზმი და ლამაზი სხეული - ვინ არ ოცნებობს ამაზე?
როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში  უხარისხო პროდუქტის შეძენა-მოხმარებისგან?
12:04 / 16-06-2018
ხორცეულის მოხმარება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა მას განსაკუთრებული შერჩევა სჭირდება.
5 შესანიშნავი იდეა, როგორ გამოვიყენოთ გადამწიფებული ბანანი
11:36 / 16-06-2018
თუ ოდესღაც ბანანები იყიდეთ და დაგავიწყდათ, გაშავებულის ჭამა კი არ გსურთ, ნუ იჩქარებთ გადამწიფებული ბანანის გადაყრას.
ცივი ბორშჩის 8 საიდუმლო
13:28 / 15-06-2018
1. ჭარხლის ზომა. ცივი ბორშჩისთვის აჯობებს საშუალო ზომის ჭარხლის გამოყენება.
სიახლე სოსისების მოყვარულებისთვის და გემრიელი რეცეპტები
11:32 / 13-06-2018
წარმომავლობა: სოსისი მზა ხორცპროდუქტების სახეობაა, რომელიც მზადდება მოხარშული, გატარებული ხორცისგან.
ტორტი "მთვრალი ალუბალი"
10:49 / 13-06-2018
"მთვრალი ალუბალი" - შესანიშნავი ტორტი ახალი ვიზუალით და ძველებურად ღვთაებრივი გემოთი
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30