შეგიძლიათ მიირთვათ პიურესთან ან სალათის ფურცლებთან ერთად. უხდება ლუდი.
ინგრედიენტები:
ბეკონი (ქერქის გარეშე, დაჭრილი) 4 ნაჭერი
საქონლის სოსისი 8 ც
სოუსი ბარბექიუ 2/3 ჭ
ნიორი (დაჭყლიტეთ) 2 კბ
ყავისფერი შაქარი 1 ს/კ
სალათის ფოთლები
სუნელები 1 ს/კ
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 200°C-ზე.
ბეკონის ნაჭრები შემოახვიეთ სოსისებს. დაამაგრეთ ხის ჩხირით. მოათავსეთ ისინი საცხობ ლანგარზე.
ბარბექიუს სოუსში შეურიეთ ნიორი, შაქარი და სუნელები (გემოვნებით).
მოასხით სოუსი სოსისებს. აცხვეთ 35-40 წთ. მორთეთ სალათის ფურცლებით.
გემრიელად მიირთვით!
ბავარიული სოსისი გრილზე