თუ თავს გურმანად მიიჩნევთ, ეს კერძი უნდა გასინჯოთ.
ინგრედიენტები:
ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
ძეხვი 500 გ
დაჭრილი ხახვი 1 ც
ბადრიჯანი 1 ც
ყაბაყი 1 ც
პომიდორი ჩერი 200 გ
ტომატ-პასტა 250 მლ
ნიოკი (მაკარონი) 500 გ
ბაზილიკი 1/2 ჭ
მაგარი ყველი გახეხილი 1/3 ჭ
მომზადების წესი:
ნახევარი ზეთი შეათბეთ ტაფაზე. შეწვით დაჭრილი ძეხვის ნაჭრები 4 წთ. გადაიტანეთ თეფშზე.
შეწვით წვრილად დაჭრილი ხახვი 3-4 წთ. დაუმატეთ ბადრიჯანი და ყაბაყი (დაჭრილი საშუალო, მრგვალ ნაჭრებად). დაუმატეთ პომიდორი, ტომატ-პასტა და ძეხვი. მოშუშეთ 5 წთ.
მოხარშეთ ნიოკი პაკეტზე დატანებული ინსტრუქციის მიხედვით. გადაწურეთ. დაუტოვეთ მარტო ½ ჭიქა სითხე. ტაფაზე მომზადებულ ბოსტნეულის ნარევს დაუმატეთ ბაზილიკი, ნიოკი და ნახარში სითხე. აურიეთ. შეაცხელეთ ნელ ცეცხლზე.
მაგიდაზე მიიტანეთ მოხეხილ ყველთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
სტაფილოს ვეგეტარიანული სუპი
ბარდის წვნიანი ქინძით, ისპანახითა და პიტნით
ბადრიჯნის უგემრიელესი სალათა - აჯაფსანდალის ალტერნატივა