სიახლე gemrielia.ge-ზე, რომელიც ყველა დიასახლისს დააინტერესებს
  სიახლე gemrielia.ge-ზე, რომელიც ყველა დიასახლისს დააინტერესებს
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით,  გზა ,,გაზქურიდან კუჭამდე“ გაფართოვდა და გახდა გზა „ეკრანიდან კუჭამდე“.  საზოგადოების ნაწილი ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს და უბრალოდ, სოციალური მედიით შეპყრობილობას მიაწერს. თუმცა ეს მონეტის ერთი მხარეა.
სოციალური მედიის როლი კულინარიის განვითარებაში 2000 წლიდან იწყება. ამ პერიოდიდან სტარტს იღებს უამრავი ინტერნეტგამოცემა, პორტალი თუ ფორუმი, სადაც ადამიანები უზიარებენ ერთმანეთს
რეცეპტებს და კულინარიულ ხრიკებს. ინფორმაციის გაცვლა არ არის ერთადერთი სარგებელი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოუტანეს კულინარიას - ადამიანებმა შეძლეს, კერძების მომზადება ხელოვნებად ექციათ.
უნდა აღინიშნოს, რომ კულინარიული მედია საქართველოშიც დიდი ხანია გააქტიურდა. აქ ვხვდებით უამრავ ინტერნეტ თუ ბეჭდურ ჟურნალს. რა თქმა უნდა, ეს საამაყო ფაქტია, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს. როდესაც ადამიანი კულინარიულ საიტს ეძებს, იმედი აქვს, რომ იპოვის საინტერესო რეცეპტს ან კულინარიული შინაარსის ინფორმაციას, რომელიც იქნება მარტივი და გამოყენებადი.


რა თქმა უნდა, კულინარიულ ჟურნალთა შორის არის ისეთებიც, რომლებმაც, სრულიად სამართლიანად, შექმნის დღიდანვე დაიმსახურა მკითხველის ნდობა. სწორედ ასეთია ჟურნალი ,,გემრიელია“. თავიდან ,,გემრიელია“ მხოლოდ ბეჭდური სახით გამოდიოდა, სადაც საინტერესო რეცეპტებისა და კულინარიული სტატიების წაკითხვა და შენახვა იყო შესაძლებელი, თუმცა ის მალევე განვითარდა და შეიქმნა საიტი “Gemrielia.ge” , სადაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, მიიღოს საჭირო ინფორმაცია, თანაც, სრულიად უფასოდ. საიტის უნიკალურობა სიმარტივეშია - აქ შეგიძლიათ რუკის მეშვეობით მოძებნოთ საქართველოს ის კუთხე, რომლის სამზარეულოსაც გინდათ, რომ გაეცნოთ. Gemrielia.ge გაძლევთ საშუალებას, გაიგოთ მეტი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს შესახებ, თანაც,  კერძების დიდი არჩევანით - იმერული ფხალიდან დაწყებული, ესპანურ გასპაჩოთი დამთავრებული. საიტი ძალიან მოსახერხებელია - თითოეულ რეცეპტს თან ერთვის მომზადების სირთულე, დრო, ულუფის რაოდენობა და ვიდეო, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ არის აღწერილი მომზადების წესი.


Gemrielia.ge-ს მომხმარებლები არ არიან მხოლოდ დიასახლისები. აღმოჩნდა, რომ საიტს ძალიან ხშირად იყენებენ ცნობილი შეფები. კერძების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ეს ფაქტი სულაც არ არის გასაკვირი. საიტი სწორედ ამიტომ არის უნიკალური - ერგება ნებისმიერ სეგმენტს, გვიბიძგებს, კერძების მომზადება დღესასწაულად ვაქციოთ, არ დავკმაყოფილდეთ ტრადიციული რეცეპტებით და ვიყოთ თავდაჯერებულნი ერთი შეხედვით რთული კერძების მომზადებისას. აღნიშნული მიზეზების გამო Gemrielia.ge პირველ ადგილზეა ტოპ-კულინარიულ ჟურნალებს შორის.
რაც შეეხება ხალხის ჩართულობას და რეცეპტების გაზიარებას, საიტი ამის საშუალებას ნებისმიერ ჩვენგანს აძლევს. თუმცა, როგორც Gemrielia.ge-ს რედაქტორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საიტს მალე დაემატება ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მკითხველები შექმნიან პირად გვერდს, საკუთარი რეცეპტების სივრცეს და გაუზიარებენ ერთმანეთს კულინარიულ ინფორმაციას. თუმცა, სანამ ეს განხორციელდება, Gemrielia.ge-ზე სიახლეა! ვებპორტალს დაემატა ინტერნეტმაღაზია. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების (Broun, Philips, Panasonic, Kenwood, Arshia) წვრილი სამზარეულოს ტექნიკა და აქსესუარები. როგორც ყოველთვის, ,,გემრიელია“ აქაც ბევრ ინოვაციას გვთავაზობს. კომპანიას პროდუქცია ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლების საშუალებით შემოაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგეძლებათ ორიგინალი პროდუქციის შეძენა, რაც თავისთავად, ხარისხს უსვამს ხაზს. აქ შეხვდებით ისეთ ტექნიკასა და აქსესუარებს, რომელთა ყიდვაც სხვაგან შეუძლებელია.


იმისათვის, რომ მომხმარებლის ინტერესები ბოლომდე ყოფილიყო გათვალისწინებული, Gemrialia.ge-მ გადაწყვიტა, ფასი და განვადების სერვისი მაქსიმალურად მოქნილი ყოფილიყო. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ისარგებლოს 0%-იანი განვადებით და მარტივად შეიძინოს სასურველი პროდუქტი. საიტი უზრუნველყოფს მიტანის სერვისს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ოფიციალური ბრენდი კი გვთავაზობს 1-წლიან გარანტიას.
თუ 10 წლის წინ რეცეპტების გაზიარება და მოპოვება ე.წ. რეცეპტების რვეულის საშუალებით ხდებოდა, რომელიც თითოეული ჩვენგანის სახლში მოიპოვებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა გაამარტივეს პროცესი. სოციალური მედიის საშუალებით კულიანარია აღარ აღიქმება ყოველ საღამოს ვახშმის გაკეთების მოვალეობად ან დღესასწაულებზე ნამცხვრის გამოცხობად. კერძები დიდ ისტორიას ინახავენ, ამიტომ თითეული ჩვენგანის მოვალეობაა, რეცეპტები სხვებსაც გავუზიაროთ. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, იყოთ ამ სივრცის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ მის განვითარებაში. ისეთი ჟურნალები კი, როგორიცაა „გემრიელია“, უნდა წარმოვიდგინოთ დამხმარე საშუალებად, რათა ავუწყოთ ფეხი კულინარიის თანამედროვე რიტმს.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
მომწონთ თუ არა საიტის განახლებული დიზაინი
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31