აუცილებლად სცადეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი.
ინგრედიენტები:
მწარე შოკოლადი 150 გ
ნაღების კარაქი 80 გ
კვერცხი 4 ც
შაქარი 80 გ
ფქვილი 40 გ
მარილიანი კარამელი 6 ჩ/კ.
მომზადება:
დაადნეთ შოკოლადი ნაღების კარაქთან ერთად.
ათქვიფეთ კვერცხები შაქართან ერთად. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, განაგრძეთ თქვეფა.
მიღებულ მასაში დაუმატეთ დამდნარი შოკოლადი და კარგად აურიეთ.
ცომი მოათავსეთ კექსის ფორმებში (ჩადეთ ნახევრამდე). დაუმატეთ 1 კოვზი კარამელი და ზემოდან ცოტა ცომი დაადეთ.
აცხვეთ 240С გრადუსზე ღუმელში - 8-10 წთ.
გემრიელად მიირთვით!