ბევრ ქვეყანაში ახალ წელს ღორის ხორცით მომზადებული ნამცხვრების, ანუ ჯიაოზების დამზადებითა და დაგემოვნებით იწყებენ. ითვლება, რომ ეს ოქროსფერი დესერტი ოჯახში ხვავისა და კეთილდღეობის შემომტანია.
ტრადიციულად, 80 ჯიაოზს თებერვლის დასაწყისში აკეთებენ. მართალია, ჩვენთან მსგავსი ტრადიცია არაა, მაგრამ ცდად ღირს:
ინგრედიენტები:
1/2 საშუალო ზომის კომბოსტო
1 სუფრის კოვზი მარილი
2 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი
მწვანე ხახვი, ქინძი, სოიის სოუსი გემოვნებით
მომზადება:
ცომი: უნდა მიიღოთ იმდენად სქელი მასა, რომ მისი გაბრტყელება შეძლოთ. ხშირად მას ხაჭოთი ამზადებენ.
განივად დაჭრილ კომბოსტოს მოაყარეთ მარილი და დააყოვნეთ. 5-10 წუთის შემდეგ გაწურეთ, გადაიტანეთ სხვა ჯამში და შეურიეთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი.
ცომი გააბრტყელეთ პატარ-პატარა მრგვალ ფორმებად და მოათავსეთ მასში მასა. შეფუთეთ სასურველი დიზაინით (პელმენივით, ხინკალივით). ასეთ მდგომარეობაში იგი 3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ ან მაშინვე მოხარშოთ დიდ ქვაბში ისე, რომ ერთმანეთს არ მიეკრას. მოხარშვის დრო დამოკიდებულია ხორცზე.