შოკოლადის ძეხვი ბევრი ადამიანის საყვარელი ნუგბარია. გთავაზობთ განსხვავებულ ვარიანტს.
ინგრედიენტები:
შოკოლადი შავი 200 გ
ნაღების კარაქი 20 გ
მარშმელოუ (მინი) 40 გ
ორცხობილა "პეჩენია" 40 გ
"ფისტაშკა" ან თხილი/ნიგოზი 20 გ
შაქრის პუდრა 4 ს/კ.
მომზადება:
გაადნეთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე. დაუმატეთ ნაღების კარაქი და აურიეთ. დააცადეთ გაგრილება შოკოლადს.
"პეჩენია" დატეხეთ და შეურიეთ შოკოლადში. დაუმატეთ "ფისტაშკა" და მარშმელოუ. მიღებული მასა გადაიღეთ საცხობ პერგამენტზე და მიეცით ძეხვის ფორმა.
შედეთ მაცივარში 4 სთ.
მოხსენით საცხობი ქაღალდი და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
გემრიელად მიირთვით!
ტრადიციული ევროპული საახალწლო დესერტი