"ნაძვის ხეები" "ბრაუნით" - ეს მარტივი და ორიგინალური რეცეპტი ახალი წლის სუფრას დაამშვენებს
"ნაძვის ხეები" "ბრაუნით" - ეს მარტივი და ორიგინალური რეცეპტი ახალი წლის სუფრას დაამშვენებს
გსურთ, საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებულად ლამაზი ნამცხვარი მიიტანოთ? - მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!
მაშ, ასე!

ვაცხობთ "ბრაუნს":

ინგრედიენტები:

შავი შოკოლადი - 200 გ
კარაქი - 250 გ
კვერცხი - 4
შაქარი - 100 გ
ფქვილი - 100 გ

მომზადების წესები:

გაადნეთ დაბალ ცეცხლზე კარაქი და შოკოლადი. მასა არ უნდა ადუღდეს. გააგრილეთ,
მანამდე კი მსუბუქად ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. შეურიეთ ფქვილი, შემდეგ შოკოლადიანი მასა. გადაიტანეთ ფორმაში (20X20 სმ) და ძირზე ხელი რამდენჯერმე მიარტყით, რომ ცომიდან ჰაერის ბუშტუკები გამოვიდეს. ცხვება 180 გრადუსზე 30 წუთი.

ამის შემდეგ დააცადეთ ნამცხვარს გაგრილება და სამკუთხედებად დაჭერით.



მორთეთ მარციპანით ან ფერადი კრემით. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამცხვრის მოსართავი ფერადი "მძივები" ან ბრჭყვიალები.







გემრიელად მიირთვით!



"მანდარინები" ცხარე შიგთავსით - ორიგინალური კერძი საახალწლო სუფრისთვის სტუმრების განსაცვიფრებლად

alt




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31