სამი მარტივი ბუტერბროდი იდეალური საუზმისთვის „ნიკორასგან“
სამი მარტივი ბუტერბროდი იდეალური საუზმისთვის „ნიკორასგან“
რომელი სახეობის ძეხვს რომელი პური უფრო უხდება.
ჯანსაღი საუზმე რომ უმნიშვნელოვანესია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა საუზმის მირთმევას დილაობით ვერც კი ასწრებს. როდესაც სამსახურში გეჩქარება, ბავშვები სკოლაში უნდა წაიყვანო, ჭამის დრო, ფაქტობრივად, არ გრჩება.
ბუტერბროდები, სენდვიჩები ასეთი შემთხვევისთვის იდეალური გამოსავალია! ის ნოყიერი, გემრიელია და რაც მთავარია, ძალიან
სწრაფად მზადდება.

“ნიკორა“ გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს და რჩევებს სწრაფი და გემრიელი საუზმისთვის.

როგორ ავარჩიოთ ძეხვი ბუტერბროდებისთვის?

იმისათვის, რომ ბუტერბროდი არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოც გავხადოთ, უნდა ვიცოდეთ, რომელი ძეხვი შევუხამოთ რომელი სახეობის პურს.

სალიამის ტიპის, შებოლილი ძეხვის სახეობებს განსაკუთრებულად უხდება რუხი და შავი პური. ამ ტიპის ძეხვეულის არომატი შავი პურის არომატს საუკეთესოდ ერწყმის და მის ცხიმიან სტრუქტურას უფრო მსუბუქს ხდის.

მოხარშული ძეხვის სახეობები, რომლებიც უფრო მსუბუქი და ნაზია, ძალიან გემრიელია ბაგეტთან, თეთრ, საბუტერბროდე ფუნთუშებსა და ტოსტის პურთან ერთად. თეთრ პურს ასევე ძალიან უხდება ლორი.

გულსართიანი სენდვიჩი


ეს სენდვიჩი იდეალური გამოსავალია იმ შემთხვევაში, თუ დილით საუზმის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ. საუკეთესო არჩევანია ექსკურსიებისა და პიკნიკებისთვისაც.

1 ცალი თეთრი, მოგრძო ფორმის პური, 250 გ მდნარი ყველი, 250 გ კარაქი, 300 გ ძეხვი „საექიმო“, 4 ცალი პატარა კიტრის მწნილი, 300 გ ემენტალი ან გაუდა, 4 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ცალი წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა, მარილი.

მომზადების წესი:

პურს ამოაცალეთ გული ისე, რომ არ გაჭრათ. კარგად აზილეთ კარაქი და მდნარი ყველი. ყველა ინგრედიენტი (პურის გარდა) წვრილად დაჭერით და შეურიეთ კარაქისა და ყველის მასას. მომზადებული მასით ამოავსეთ პური და კარგად ჩატკეპნეთ. პური გაახვიეთ ფოლგაში და მთელი ღამით დადეთ მაცივარში. დილით კი გემრიელად მიირთვით.

ტოსტი ყველითა და ლორით „ბოლერო“


2 ნაჭერი ტოსტის პური, 2 ნაჭერი ლორი „ბოლერო“, 2 ნაჭერი პამიდორი, 2 ცალი სალათის ფოთოლი, 1-2 თხელი ნაჭერი მოცარელა ან სულგუნი, 1/3 ტკბილი, ყვითელი წიწაკა, 2 ჩ.კ. მაიონეზი.

მომზადების წესი:

პურის ნაჭრები ტოსტერში გახუხეთ. ერთ ნაჭერს წაუსვით მაიონეზი, ზედ დაადეთ სალათის ფოთლები, პამიდორი, წიწაკა და ყველი. ბოლოს ლამაზად დაადეთ დაკეცილი ლორი „ბოლერო“, დააფარეთ მეორე ნაჭერი და ორად გაჭერით. მიირთვით ცხელი.

ბუტერბროდი რუხი პურით - ნოყიერი საუზმე მთელი დღისთვის


2 ნაჭერი პური ბოროდინული ან ბოროდინული დელიკატესური, 1 პატარა კონა სალათის ფოთლების მიქსი, 0,5 ცალი კიტრი, თხლად დაჭრილი, კლასიკური ჩალაღაჯის 3 თხელი ნაჭერი (შესაძლებელია გამოიყენოთ შაშხი -დაპრესილიც), 3 ნაჭერი თხელი, შვეიცარიული ყველი, მოტკბო მდოგვი - სერვირებისთვის.

მომზადების წესი:

პურის ნაჭრებს წაუსვით მდოგვი. ერთ ნაჭერზე დააწყვეთ სალათის ფოთლები, დაკეცილი შაშხი, ყველი და კიტრი. ზემოდან დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი და ჯანსაღი საუზმე მზადაა.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
12:38 / 04-07-2018
წიწიბურა - სასარგებლო, გემრიელი და ძალიან ნოყიერი ბურღულეულია. ის შეგიძლიათ უბრალოდ მოხარშოთ ან ორიგინალური მეთოდებით მოამზადოთ.
10:19 / 02-07-2018
წარმოგიდგენთ ალუბლის ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ფენოვანი ცომისგან მზადდება. შეგიძლიათ მზა ცომი შეიძინოთ და უგემრიელესი დესერტი რამდენიმე წუთში მზად იქნება.
12:04 / 16-06-2018
ხორცეულის მოხმარება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა მას განსაკუთრებული შერჩევა სჭირდება.
14:26 / 28-05-2018
თითქმის ორი კვირა ველოდი, როდის გამოვიდოდა ნორმალური ამინდი, რომ საბოლოოდ გამეცნო ჩემი შეყვარებულის მეგობრები, კიდევ ერთი წყვილი, რომლებთანაც აქამდე არანაირი შეხება არ მქონია.
14:03 / 13-12-2017
ძეხვი და სოსისი - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ორი პროდუქტი განსაკუთრებულად არ უყვარს.
12:44 / 29-11-2017
ალბათ, ერთხელ მაინც მოგისმენიათ ან გითქვამთ ფრაზა: „საღამოს ექვსი საათის შემდეგ არაფერს შევჭამ!“ სამწუხაროდ, მოსაზრება იმაზე, რომ საღამოს 6-ის მერე თუ ივახშმებთ, წონაში მოიმატებთ, არასწორადაა დამკვიდრებული საზოგადოებაში.
14:48 / 19-11-2017
კენკრით, თაფლით და ბალახეულით! ვამზადებთ გემრიელ და სასარგებლო ჩაის, რომელიც გაგათბობთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.
12:42 / 15-11-2017
როცა ძალიან გვეჩქარება და ვერ ვასწრებთ შინ მომზადებას, ნახევარფაბრიკატები კარგი გამოსავალია.
12:50 / 09-11-2017
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის მოსასმენად თბილისს მსმენელები სხვა ქვეყნებიდაც ეწვივნენ.
12:00 / 06-11-2017
სახის წარმოუდგენელი დაჭიმვა და გაახალგაზრდავება ბრინჯით – ეს მართლაც საოცარი მეთოდია. ბრინჯი შეიცავს ლანოლინის მჟავას და სკვალენს – უძლიერეს ანტიოქსიდანტს, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ბრაუნი თურქული რეცეპტით
11:31 / 20-07-2018
გთავაზობთ "ბრაუნის" თურქულ რეცეპტს. 
საყინულეში შენახული ზაფხული - დეტალური ინსტრუქცია, რა როგორ უნდა გაყინოთ
12:26 / 19-07-2018
ყველა ქალბატონმა კარგად იცის, რა პრაქტიკული და სასარგებლოა ზამთრისთვის გაყინული ხილი თუ ბოსტნეული.
არაჟნის ჟელე ბანანით და შოკოლადით
15:19 / 16-07-2018
ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
მაკარონი ხარშვისას რომ არ აიზილოს
14:25 / 16-07-2018
იმისათვის, რომ მაკარონის ნაწარმი ხარშვისას მიწებებასა და აზელვას გადაურჩეს, დიდი რაოდენობით მდუღარე წყალში უნდა მოხარშოთ.
15 პროდუქტი, რომლებზეც უარი არ უნდა თქვათ
14:05 / 16-07-2018
არსებობს პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.
მოამზადეთ ბადრიჯანი ჩინური რეცეპტით
15:13 / 13-07-2018
ბევრს ჰგონია, რომ ბადრიჯნის სამშობლო ევროპაა, მაგრამ სინამდვილეში, ის პირველად ინდოეთში, დაახლოებით 2 000 წლის წინ გაჩნდა, შემდეგ კი ჩინეთში „იმოგზაურა“.
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ ნესვი (+ხაჭოსა და ნესვის დესერტი)
13:31 / 11-07-2018
ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვისაც ნესვი უყვარს და ისინი, ვინც მის სუნსაც ვერ იტანს. თუმცა, სეზონზე მზისფერი ნესვის ჭამა აუცილებელია, რადგან...
სამი განსხვავებული ცივი ყავის რეცეპტი
12:48 / 10-07-2018
ცივი ყავის ეს საოცარი რეცეპტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ეკუთვნის, თქვენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს გახდის.
ეს ტკბილეული არ გაგასუქებთ
12:40 / 10-07-2018
ბევრისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, როდესაც ძალიან გინდა ტკბილეულით პირის ჩატკბარუნება, მაგრამ თავს იკავებ, რადგან წონაში მომატების გეშინია.
3 წესი, როგორ უნდა შეინახოთ და წაიღოთ შორ გზაზე ზაფხულში ხორცპროდუქტები
11:50 / 05-07-2018
არ­სე­ბობს ზა­ფხუ­ლის ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და საჭ­მე­ლიც კი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31