ლეგენდის თანახმად, "ღმერთების ხილი" ქალებს ჯანმრთელობას და სილამაზეს ჩუქნის. ასეა თუ არა მეცნიერების თვალსაზრისით?
ხურმის სამშობლოდ ძველ ჩინეთს მიიჩნევენ, სადაც მას იმპერატორის ეზოში, როგორც სასწაულმოქმედი თვისებების მქონე ნაყოფად აღწერდნენ. ხურმას ბოტანიკაშიც ღვთაებრივი სახელწოდება აქვს — Diōspyros — ლათინურად «ღმერთების საკვებს» ნიშნავს.
თუ დამწიფებისას ის ძალიან რბილი და ტკბილი ხდება, თქვენ წინაშეა ჩინური ჯიში (ჰაჩია), ხოლო თუ პომიდორს ჰგავს და ხრამუნაა - იაპონური (ფუიუა).
მოდით, გავარკვიოთ, რა ემართება სხეულს, როდესაც ხურმას ჭამთ?
ძლიერდება იმუნიტეტი
ხურმა განიხილება, როგორც გაციების წამალი, ანტივირუსული საშუალება, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. ის უნდა ჭამოთ, თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ. როგორც ჩანს, ეს პროდუქტი ტყუილად არ გახლავთ სეზონური. იმუნიტეტის და ვირუსების თემა ყველაზე აქტუალური სწორედ შემოდგომაზეა.
ვიტამინი С, ბეტა-კაროტინი და კალიუმი ის "ოქროს" კომბინაციაა, რომელიც იმუნიტეტის ახალ უჯრედებს გამოიმუშავებს. გაგრძელება
იხილეთ: 7 უტყუარი მიზეზი, ჭამოთ ხურმა!