როგორ შევამოწმოთ, რამდენად ნატურალურია შავი ღვინო?
თუ შავი ღვინო წყალგარეული არაა, ის ლიმონის ჩაწვეთებით გაწითლდება.
სოდამ კი ღვინის ფერი შავიდან ყვითელში უნდა გადაიყვანოს.
როგორ შევამოწმოთ, რამდენად ნატურალურია თაფლი?
ჭურჭელში ვათავსებთ 50 გრამ თაფლს, ვახურავთ თავსახურს, ვაცხელებთ წყლის აბაზანაში და 10 წუთის განმავლობაში ისე, რომ თაფლი არ უნდა ადუღდეს (დაახლ. 45 oC-ზე, ჭურჭელი აუცილებლად წყლიან ჯამზე უნდა ცხელდებოდეს ). 10 წუთის შემდეგ ვხდით თავსახურს. თუ სუნი არ აქვს, ეს თაფლი ფალსიფიცირებულია.
ზოგ ქვეყანაში თაფლის ნატურალურობას განსაზღვრავენ მისი სიმკვრივით, რომელსაც ზუსტი აწონვით ზომავენ:
ჭურჭელში 1 ლიტრ წყალს ჩავასხამთ, მარკერით მოვნიშნავთ, თუ სადამდე გაივსო იგი წყლით. გადმოვღვრით მას, ჭურჭელს გავაშრობთ და ავწონით. ჩავინიშნავთ, რას იწონის ცარიელი ჭურჭელი. შემდეგ ნიშნულამდე ავავსებთ თაფლით და ამჯერად თაფლიან ჭურჭელს დავდგამთ სასწორზე. მიღებულ შედეგს გამოვაკლებთ ცარიელი ჭურჭლის მასას, რათა გავიგოთ თაფლის მასა.
იგი უნდა გავყოთ 1 ლიტრი წყლის მასაზე (1000 გრამზე).
თუ მიღებული რიცხვი ტოლია ან მეტი 1.41-ის, მაშინ თაფლი ნატურალურია.
თაფლის ხარისხს ადგენენ თითებს შორის გასრესითაც - თუ კანი კარგად შეიწოვს მას, ე.ი. ნატურალურია.
მცირე რაოდენობის თაფლში ჩავალბოთ პურის პატარა ნაჭერი, ისე, რომ თაფლმა იგი მთლიანად დაფაროს. გავაჩეროთ ათი წუთი და შემდეგ ამოვიღოთ. თუ პური დაიშალა, თაფლი შეიცავს მინარევებს, თუ გამაგრდა - თაფლი ნატურალურია.