გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ვიცით, რეალურად რა საშიშროებას წარმოადგენს ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის?..
რა არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი?
ესაა მცენარე, ცხოველი ან მიკროორგანიზმი, რომელსაც გენი ხელოვნურად შეუცვალეს. გენურმა ინჟინრებმა გენეტიკური მასალა აიღეს სხვა ცხოველური ორგანიზმიდან, რათა პროდუქტი მეტად გამძლე ყოფილიყო.
გენმოდიფიცირებული პროდუქტი ბაზარზე პირველად 90-იან წლებში გამოჩნდა. თავდაპირველად გენი შეუცვალეს მხოლოდ 30 სახეობის ხილსა და ბოსტნეულს.
დღესდღეობით გენმოდიფიცირებულ პროდუქციას 40-ზე მეტი ქვეყანა აწარმოებს. აშშ-ში გენურად გამოყვანილი ორაგული ველურზე ორჯერ დიდი იზრდება.
იწვევს თუ არა დაავადებას გენმოდიფიცირებული პროდუქტები?
100 ექსპერიმენტიდან 99 შემთხვევაში დამტკიცდა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები არ იწვევს დაავადებებს, უშვილობას, ალერგიას...
როგორ გავარჩიოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ნატურალურისგან?
ნატურალურ პროდუქტს უნდა ეწეროს Organic-ი. შეიძინეთ პროდუქტები ბაზარში, ბაზრობაზე. დააკვირდით პროდუქტს, გენმოდიფიცირებული იდეალურად გამოიყურება, მაგალითად, გენმოდიფიცირებულ ვაშლს არ ჰყავს ჭია.
გენმოდიფიცირებული უფრო გემრიელია?
უკვე ვიცით, რომ "პლასტმასის" უგემური ვაშლი გენმოდიფიცირებულია. თუმცა გენური ინჟინრები გვარწმუნებენ, რომ ცოტა ხანში სიმინდის გენის მქონე ბრინჯი მეტად მდიდარი იქნება ვიტამინებით; რძე კი აღარ დაავადდება ნაწლავური ჩხირით.
როგორ დავიცვათ თავი გენმოდიფიცირებული პროდუქტებისგან?
პროდუქტები ან თავად უნდა მოიყვანოთ, ან ადგილობრივი ფერმერებისგან შეიძინოთ. უცხოური პროდუქტის შეძენისას კარგად გაეცანით მასზე დართულ ეტიკეტს.
იხილეთ ასევე: 7 პროდუქტი, რომლებსაც გასტრიტის დამარცხება შეუძლია