Top 8 გასახდომი ბურღულეული
Top 8 გასახდომი ბურღულეული
თუ წონაში დაკლება გსურთ, ყურადღება მიაქციეთ ბურღულეულს. ფაფა იაფია და სასარგებლო. ზედმეტი კილოგრამები რომ დაიკლოთ, აირჩიეთ ნებისმიერი ფაფა და მოიწყვეთ განტვირთვის დღე. დღის განმავლობაში, ფაფის გარდა, გეჭმევათ ხილი და ბოსტნეული. წყალი - შეუზღუდავად. ან 7 დღის განმავლობაში დილა-საღამოს უნდა ჭამოთ ფაფა.

1. ფეტვი

ვიტამინებითა და მინერალებითაა მდიდარი. ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას. შეიძინეთ ყვითელი ფერის ფეტვი. დაასხით წყალი, მოხარშეთ დარბილებამდე. დაუმატეთ სეზამის მზესუმზირა, სელის ზეთი ან ერთი მუჭა ქიშმიში.

2. წიწიბურა

სასარგებლოა ანემიის დროს. დიდი ხნით დაგანაყრებთ. საღამოს სასურველ რაოდენობას
დაასხით ცხელი წყალი, დაახურეთ და დილით მიირთვით. მიატანეთ მწვანილი. დღის განმავლობაში დალიეთ წყალი, უშაქრო მწვანე ჩაი.

3. ხორბალი

ყველაზე დაბალკალორიული ფაფაა. არეგულირებს ცხიმის ცვლას ორგანიზმში, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარებას.

4. მანანის ბურღული

თუ გლუტეინზე ალერგია არ გაქვთ, მიირთვით. მზას დაუმატეთ ხილი და ჩირი.

Картинки по запросу site:goodhouse.ru овсянка

5. შვრიის ფაფა

ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. იგი წმენდს ორგანიზმს. მზას დაუმატეთ თაფლი, ხილი (ბანანისა და ყურძნის გარდა). ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

6. ქერი

ვიტამინებისა და მინერალების გარდა, მდიდარია კოლაგენით, რაც კანის ახალგაზრდობას უზრუნველყოფს. გახსოვდეთ, რომ ხარშვის დროს იგი 5-ჯერ იმატებს. ამიტომ ცოტა მოხარშეთ. მიირთვით მარილისა და შაქარის გარეშე.

7. სიმინდი

სასარგებლოა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემისთვის. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.

8. ბრინჯი

უპირატესობა ყავისფერ ბრინჯს მიანიჭეთ. ის მეტად სასარგებლოა. მოხარშვისას დაუმატეთ 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი. ის ანეიტრალებს მავნე სახამებლის დონეს ბრინჯში.

იხილეთ ასევე
: ლაიფჰაკი: თქვენ ყოველთვის გემახსოვრებათ, ფოლგის რომელი მხარეა სწორი

რატომ უნდა ვჭამოთ ძვლის ბულიონი - მოერიდეთ ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რისთვისაა საჭირო გამაფხვიერებელი და რითი ჩავანაცვლოთ იგი?
13:08 / 25-05-2018
გამაფხვიერებლით ცომი ერთგვაროვანი, ჰაეროვანი და ნაზი ხდება. თუმცა მისი ჩანაცვლებაც მარტივად შეიძლება.
სწრაფი რეცეპტები ხორცპროდუქტებისგან და სასმელი, რომელიც სხვადასხვა სახეობის სოსისს უხდება
10:07 / 25-05-2018
ჩვენს დროში დღითი დღე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სულ უფრო ნაკლები დრო რჩება სამზარეულოში ტრიალისთვის. სწორედ ამიტომაც სარგებლობს უდიდესი პოპულარობით ნახევრად მზა საკვები.
ბავარიული სოსისი გრილზე
12:47 / 24-05-2018
ეს კერძი იდეალურია ბარბექიუსთვის, მაგრამ სამზარეულოშიც გამოგივათ, თუ გაქვთ გრილი ან მიკროტალღური ღუმელი - გრილის ფუნქციით.
კარგი საზამთროს 8 ნიშანი: რჩევები, რომლებიც ამ ზაფხულს ნამდვილად გამოგადგებათ
15:11 / 23-05-2018
საზამთრო – ზაფხულის განუყოფელი ატრიბუტია. ეს დიდი ბაღჩეული მცენარე ერთნაირად უყვართ როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს.
მჭადი მექსიკურად
14:41 / 23-05-2018
გამოაცხვეთ მჭადი განსხვავებული არომატით.
საქონლის სოსისი ბეკონით
12:52 / 23-05-2018
შეგიძლიათ მიირთვათ პიურესთან ან სალათის ფურცლებთან ერთად. უხდება ლუდი.
რითი ჩავანაცვლოთ ყავა - 10 ალტერნატივა
12:58 / 21-05-2018
ყავა და ჩაი ყველას საყვარელი სასმელია, მაგრამ თუ გსურთ, გქონდეთ ქათქათა კბილები, ლამაზი თმა და არ იტანჯებოდეთ ანემიით, ნეიტრალურ სასმელებზე უნდა გადახვიდეთ.
იტალიური ნიოკი პომიდორი ჩერით, ბადრიჯნითა და ძეხვით
10:38 / 21-05-2018
თუ თავს გურმანად მიიჩნევთ, ეს კერძი უნდა გასინჯოთ.
სრული სიმართლე გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე
10:04 / 18-05-2018
გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ვიცით, რეალურად რა საშიშროებას წარმოადგენს ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის?..
ქართული ალუბლის წვნიანი - "ჭრიანტელი"
12:46 / 17-05-2018
დიდი ალბათობით, შესაძლოა, ჯერ არ გაგისინჯავთ. აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი