ძვლის ბულიონი ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ნაწლავებს სხვადასხვა პრობლემისაგან, ებრძვის ალერგიას და საკვების აუთვისებლობას.
ძვლის ბულიონი, ასევე, უზრუნველყოფს მეტაბოლურ საწვავს წვრილი ნაწლავის უჯრედებისთვის, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და იცავს ნაწლავთა ეგრეთ წოდებულ სარჩულს.
გარდა იმისა, რომ ძვლის ბულიონი იცავს და მკურნალობს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ის ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეთვისებას. ის შეიცავს მინერალებს, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად შეითვისებს - ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს.
ძვლის ბულიონი კალოგენისა და ცილის მდიდარი წყაროა. მათ უხვად შეიცავს ძვლის ქსოვილი, ხრტილი, ძვლის ტვინი და მყესები.
ჟელატინი სასარგებლოა საკვებით გამოწვეული ალერგიებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ცელულიტისა და ნაოჭების გაჩენის შესაძლებლობას.
როგორ მოვამზადოთ ძვლის ბულიონი, იხილეთ reitingi.ge-ზე.