კიკეთში აღმოჩენილი უცნაური გემო - მარიკა დარჩიას ბლოგი
კიკეთში აღმოჩენილი უცნაური გემო - მარიკა დარჩიას ბლოგი
მიყვარს ზაფხული... ჩემი ახლანდელი ზაფხულები განსაკუთრებულად კარგია, მაგრამ ცოტა არეული... არეული რატომ?.. და აი, რატომ...

ჩამოდიან ჩემი მონატრებული შვილები და მათი პატარები ევროპა-ამერიკიდან და იწყება სხვადასხვა ენაზე სიყვარულის და ამბების გაზიარება...
ყველაზე მეტად ჟენეველების ფრანგული იჩაგრება... სხვას არა უშავს. ირევა ერთმანეთში ქართული, ინგლისური და რუსულიც. ეს ჟენეველები ორლოვები არიან და
ამტვრევენ რაღაც რუსულს...

მე ზაფხულის 4 კვირა მეკუთვნის და ქართულია აქ - მთავარზე უმთავრესი. ვაკვირვებ, როგორც შემიძლია და რითიც... ყველაზე ადვილი აქაური გემოებია!
ამიტომაც ბუნებრივად აღფრთოვანებულები არიან - აქ ყველაფერს სხვა გემო აქვსო. ხილი მესმის, მაგრამ ამბობენ,  სტაფილოს და კარტოფილსაცო, არაჟანს და რძესაცო...

რა ვიცი, აბა?... ალბათ, მართლა ასეა...

სახლში, სადაც დიდი ოჯახია და მით უფრო, აგარაკზე, ყველაზე მომაბეზრებელი საჭმელზე ფიქრია... სადილზე რა გავაკეთოთ? ვახშამს რა ვუყოთ? ხვალ რა ვქნათ? ბავშვებს რა უყვართ? დიდებსაც ხომ უნდათ ჭამა... მოკლედ, ირევა ეს გემოები... თან, ყველაფერი აინტერესებს ჟენევიდან ჩამოსულ ანუშკას... უნდა ასწავლო და აუხსნა...

და ერთ საღამოს, აქ, კიკეთში დაჩაგრულ ფრანგულსაც გამოუჩნდა ქომაგი... იქნებ რაიმე ვითომ ფრანგულიო...რამე პიკანტური სალათიო, ცოტა მოტკბო, სხვანაირი გემოთიო, ხორცს რომ მოუხდესო - ისურვეს...

მე და ანუშკა საქმეს შევუდექით... დიდი არჩევანი, კიკეთში, ტყეში რომ ხარ, ნამდვილად არ არის...

გვქონდა კომბოსტო და სტაფილო... ბევრი გემრიელი ვაშლატამა და შავი ქლიავი... როგორც ანუშკამ თქვა, ასეთ სალათებს მაიონეზიც უნდა და ცოტა "სოურ კრიმიო" - მოკლედ, არაჟანი და მაიონეზიო... ეს უნდა გვეშოვნა... არც ეს არის პრობლემა კიკეთში, ვინმეს ექნება... ეს არის აქაური ხიბლი...


გუშინ ამოვიტანე, შემომაშველა ჩემმა დამ და სანამ ბოსტნეული, ხილეული დავჭერით, ისიც გაჩნდა... თან როგორი აღმოჩნდა... უკვე გაერთიანებული... ამან ძალიან გაგვახალისა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ეს პატარა გოგო, რომ აქ ყველაფერი სხვა გემოსია და სულ სხვანაირი...

უფროსები ცოტა ეჭვით კი გვიყურებდნენ, მაგრამ ჩვენ გავრისკეთ... ანუშკასაც ასე ვუთხარი, თუ ამდენ ენაზე ვლაპარაკობთ და ყველაფერიც გვესმის, ეს არეულობაც გამოგვივა-მეთქი... და გამოვიდა... ისეთი გემრიელი, როგორიც ჩვენი არეული ახლანდელი ზაფხულებია... ზუსტად ისეთი.
გააკეთეთ, არ ინანებთ, ისეთი სხვანაირი გემოა და ისე უხდება ხორცს...


P.S. ახსნა ხომ უნდოდა მაინც ამ ამბავს... ანუშკა ასე ითხოვს, ისედაც აწუხებს - აქ ფრანგული რა ცოტამ იცისო და ამიტომ მაიონეზის ფრანგულობით ცოტა გავუმაგრე პოზიციაც... მართალია, დასაწყისი მაინც ვერ იყო მისი მოსაწონი, მაგრამ...

მოკლედ, ამბავი ასეთია...

ესპანელების, კუნძულ მენორკის დედაქალაქი მაონი, ფრანგ ჰერცოგ რიშელიეს ჰქონდა დაპყრობილი. 1758 წელს მაონს ბრიტანელებმა ალყა შემოარტყეს, მალე ფრანგებს სანოვაგე შემოაკლდათ. მარტო კვერცხის და ზეითუნის ზეთის ამარა დარჩნენ და ამიტომაც მზარეულები ყოველდღე ომლეტს და სხვადასხვანაირ ტაფამწვარს აკეთებდნენ. ძალიან მობეზრდათ მეომრებს. რიშელიემ მზარეულს უბრძანა, რაიმე ახალი მოეფიქრებინა.

დიდი არჩევანი არც იყო... მზარეულმა კვერცხი და ზეთი ათქვიფა, ცოტა მარილიც დაუმატა და გამოვიდა რაღაც საკმაზი. მოეწონა რიშელიეს და ამ სოუსს ქალაქის საპატივცემულოდ "მაიონეზი" დაარქვა - ლეგენდა ასეთია...

მოკლედ, აქაც ბევრნი არიან. მართალს რაღას გაიგებ, მთავარია, მაიონეზი დაგვრჩა... თან ჩვენს კერძსაც მოუხდა ეს ისტორია... არეული და გამართლებული...
ეს შეერთებული ვაშლი და ატამი - ვაშლატამა და კიდევ ეს ნაზავი - მაიონეზი "სლობოდა არაჟნით" აღმოვაჩინეთ.

მარიკა დარჩია

sponsored by ContentRoom
კომენტარები (11)
სოგაია
ქალბატონი მარიკა ერთ-ერთი კოლორიტი ქართველი ქალბატონია და კომენტარების წერისას კორექტულები იყავით!!!!!!!!!!!!!
ლია
რაო, რა გვინდაო?
გვარცოფა
მაგას ალიოლი ქვია, და არის კატალანური... :-) მაიონეზი სულ სხვაა და სხვანაირად მზადდება იმ ალიოლის ნიორი მარილი და ლაიმის ცოტა ცვენი ემატება და უნდა ნელნელა ტქვიფო ტქვიფო ტქვიფო და მქე გამოვა ეგ ლეგენდა არა კვახი
ნინა
დაკვირვებული ვარ, მაიონეზი ,,სლობოდა" რასაც არ უნდა დავუმატო, ყველაფერს აგემრიელებს...
vaaa
ეს რა უქნიათ?

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
არაჟნის ჟელე ბანანით და შოკოლადით
15:19 / 16-07-2018
ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
მაკარონი ხარშვისას რომ არ აიზილოს
14:25 / 16-07-2018
იმისათვის, რომ მაკარონის ნაწარმი ხარშვისას მიწებებასა და აზელვას გადაურჩეს, დიდი რაოდენობით მდუღარე წყალში უნდა მოხარშოთ.
15 პროდუქტი, რომლებზეც უარი არ უნდა თქვათ
14:05 / 16-07-2018
არსებობს პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.
მოამზადეთ ბადრიჯანი ჩინური რეცეპტით
15:13 / 13-07-2018
ბევრს ჰგონია, რომ ბადრიჯნის სამშობლო ევროპაა, მაგრამ სინამდვილეში, ის პირველად ინდოეთში, დაახლოებით 2 000 წლის წინ გაჩნდა, შემდეგ კი ჩინეთში „იმოგზაურა“.
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ ნესვი (+ხაჭოსა და ნესვის დესერტი)
13:31 / 11-07-2018
ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვისაც ნესვი უყვარს და ისინი, ვინც მის სუნსაც ვერ იტანს. თუმცა, სეზონზე მზისფერი ნესვის ჭამა აუცილებელია, რადგან...
სამი განსხვავებული ცივი ყავის რეცეპტი
12:48 / 10-07-2018
ცივი ყავის ეს საოცარი რეცეპტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ეკუთვნის, თქვენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს გახდის.
ეს ტკბილეული არ გაგასუქებთ
12:40 / 10-07-2018
ბევრისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, როდესაც ძალიან გინდა ტკბილეულით პირის ჩატკბარუნება, მაგრამ თავს იკავებ, რადგან წონაში მომატების გეშინია.
3 წესი, როგორ უნდა შეინახოთ და წაიღოთ შორ გზაზე ზაფხულში ხორცპროდუქტები
11:50 / 05-07-2018
არ­სე­ბობს ზა­ფხუ­ლის ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და საჭ­მე­ლიც კი.
უჩვეულო ჩვეულებრივისგან: 7 ორიგინალური კერძის იდეა - წიწიბურათი
12:38 / 04-07-2018
წიწიბურა - სასარგებლო, გემრიელი და ძალიან ნოყიერი ბურღულეულია. ის შეგიძლიათ უბრალოდ მოხარშოთ ან ორიგინალური მეთოდებით მოამზადოთ.
უგემრიელესი ალუბლის ნამცხვარი რამდენიმე წუთში, მზა ფენოვან ცომში
10:19 / 02-07-2018
წარმოგიდგენთ ალუბლის ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ფენოვანი ცომისგან მზადდება. შეგიძლიათ მზა ცომი შეიძინოთ და უგემრიელესი დესერტი რამდენიმე წუთში მზად იქნება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31